საკვანძო-სიტყვების-კვლევა

საკვანძო სიტყვები – კვლევა SEO- სთვის

საკვანძო სიტყვები და მათი კვლევა არის პირველი ნაბიჯი SEO ოპტიმიზაციის პროცესში, თქვენი SEO სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. სანამ თქვენი ვებსაიტის შინაარსს შექმნით, უნდა გაარკვიოთ, თუ რა საძიებო ტერმინებს იყენებს თქვენი აუდიტორია. მათი საძიებო სიტყვები თქვენი საკვანძო სიტყვებია (keywords).

ამ საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით შეგიძლიათ დაიწყოთ სასარგებლო და მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ძირითად ეტაპს, რომელიც მოიცავს საკვანძო სიტყვების კვლევას.

რა არის საკვანძო სიტყვები და მათი კვლევა?

საკვანძო სიტყვები არის SEO- ს ნაწილი. მათი კვლევა ეს არის სამუშაო, რომელიც მოიცავს საკვანძო სიტყვების ვრცელ ჩამონათვალს და მათ დამუშავბას. ვებსაიტების მფლობელებმა უნდა შეისწავლონ თავიანთი სასურველი აუდიტორია და საძიებო სისტემები. რომელი საძიებო ტერმინებს აკრეფენ ადამიანები Google- ში, როდესაც ეძებენ ამა თუ იმ პროდუქტებს, მომსახურებას, ბიზნესს ან ორგანიზაციის ტიპს? და რას ელიან ისინი? ამ დამუშავებული სიის საშუალებით ვებსაიტების მფლობელებს შეუძლიათ შექმნან საიტის კონტენტი, რომელიც მოიზიდავს მეტ, მაღალხარისხიან ტრაფიკს. საკვანძო სიტყვების კვლევა ფაქტობრივად არასოდეს სრულდება, მასზე რეგულარულად მუშაობა და განახლებები აუცილებელია ხარისხის შესანარჩულებლად.

რატომ არის მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვების კვლევა?

საკვანძო სიტყვების სწორი კვლევა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ამით ირკვევა თუ საძიებო ტერმინებს იყენებს თქვენი აუდიტორია. ხშირად გვხვდებიან საიტის მფლობელები, რომლებიც თავიანთი პროდუქტების აღწერისას იყენებდნენ ერთ საძიებო სიტყვას, ხოლო მათი სამიზნე აუდიტორია სიტყვების სულ სხვა ნაკრებებს იყენებს ძიებისას. შედეგად, პოტენციური მომხმარებლები ვერ პოულობენ მათ საიტებს, სიტყვების გამოყენების შეუსაბამობის გამო.

მაგალითად, ზოგჯერ, საიტის მფლობელი მეტი ეფექტურობისათვის გადაწყვეტს პროდუქტს მიანიჭოს არც თუ ისე გავრცელებული სახელი. ეს შეიძლება იყოს ჭკვიანი მარკეტინგული გადაწყვეტილება: მომხმარებელს უფრო ადვილად დაამახსოვრდეს მომსახურება ან პროდუქტი. მაგალითსითვის თუ “სახლების გაქირავება”-ს ნაცვლად აქირავებთ კოტეჯებს, შეიძლება “კოტეჯების გაქირავება” უფრო რელევანტური სიტყვა კოდი იყოს თქვენთვის. თუმცა ფრთხილად იყავით: ძალიან ცოტა ადამიანი ეძებს სიტყვაკოდს “კოტეჯების გაქირავება“. თუ ტექსტს ოპტიმიზირებთ ამ ტერმინებით, თქვენ ალბათ კარგად აითვისებთ ამ კონკრეტულზე ძიებას. თუმცა ამ ტერმინებით დიდ ტრეფიკს ვერ შექმნით და თქვენი პოტენციური აუდიტორიის დიდ ნაწილს დაკარგავთ, რადგან თქვენი აუდიტორია სხვა სიტყვებს იყენებს – ამ შემთხვევაში “სახლების გაქირავება”.

ალბათ გესმით, რომ აზრი არ აქვს სიტყვების ოპტიმიზაციას, რომლებსაც ხალხი არ იყენებს. საკვანძო სიტყვების საფუძვლიანი კვლევით ვრწმუნდებით, რომ როდესაც თქვენ იყენებთ იგივე სიტყვებს, რაც თქვენი სამიზნე აუდიტორია, ეს ბევრად უფრო შედეგიანს ხდის თქვენს ძალისხმევას ვებსაიტის ოპტიმიზაციაზე, თუნდაც მაღალი კონკურენციის პირობებში. გარდა ამისა, უფრო ზუსტად გაიგებთ რას ეძებს თქვენი აუდიტორია. სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნამ ძიებისას უნდა მიიღოს პასუხი თქვენი ვებსაიტიდან – ხარისხიანი კონტენტის სახით.

როგორ ხდება საკვანძო სიტყვების კვლევა?

საკვანძო სიტყვების კვლევის დროს არსებობს რამდენიმე გადამწყვეტი ნაბიჯი. ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით განვიხილოთ ეს პროცესი და მოგაწვდით პრაქტიკულ რჩევებს, რომ მარტივად დაიწყოთ საჭირო საკვანძო სიტყვების კვლევა.

განსაზღვრეთ თქვენი მისია: სანამ რაიმეს დაიწყებთ, იფიქრეთ თქვენს მისიაზე. ასახეთ ისეთ კითხვებზე, როგორებცაა: რა არის თქვენი ბიზნესის ან ორგანიზაციის მთავარი მიზანი? რით არის ეს განსაკუთრებული? რა პირობას დებთ თქვენს ვებსაიტზე? დაუთმეთ დრო და სიტყვასიტყვით ჩამოწერეთ თქვენი მისია. მას შემდეგ რაც შეძლებთ ამ კითხვებზე დეტალური პასუხის გაცემას, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ თქვენი საკვანძო სიტყვების კვლევის სტრატეგიაში.

შეადგინეთ საკვანძო სიტყვების სია: შემდეგი ნაბიჯი არის თქვენი საკვანძო სიტყვების ჩამონათვალის შექმნა. თქვენი მისიის გათვალისწინებით შეეცადეთ მოხვდეთ სასურველი აუდიტორიის სათავეებში. რას ძებს ეს ხალხი? რა სახის საძიებო სიტყვებს იყენებენ ისინი სასურველი სერვისის ან პროდუქტის ძიებისას? მათ რომელ “პრობლემას” გადაჭრის თქვენი პროდუქტი? დაწერეთ რაც შეიძლება მეტი პასუხი. თუ თქვენი მისია ნათელია, თქვენ გექნებათ საკმაოდ მკაფიო სტრატეგია თქვენს ნიშაში.

არ დაივიწყო “გრძელი კუდი” (long-tail): როდესაც ადამიანები იწყებენ საკვანძო სიტყვების კვლევას, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ძალიან პოპულარულ “ძირითად” ტერმინებზე. ამ საკვანძო სიტყვებს ძირითადად მსხვილი ბიზნესი იყენებს. long-tail საკვანძო სიტყვები უფრო ნაკლებ საძიებო ტრაფიკს იძლევა, მაგრამ კონკურენციაც ნაკლებია. ამიტომ თქვენთვის უფრო ადვილია ამ საკვანძო სიტყვების მიხედვით რანკინგი. უფრო მეტიც, long-tail საკვანძო სიტყვები უფრო რელევანტურია, რადგან ისინი მეტ ყურადღებას ამახვილებენ კონკრეტულ პროდუქტზე ან თემაზე.

გრძელ-კუდია საკვანძო სიტყვები
“გრძელი კუდი” (Long-Tail Keywords)

განსაზღვრეთ საკვანძო სიტყვების სტრატეგია: შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე შეგიძლიათ განსაზღვროთ საკვანძო სიტყვების სტრატეგია. თუ ზემოთ მოყვანილ ნაბიჯებს მიჰყვებით, უნდა გქონდეთ ცხრილი, რომელშიც მოცემულია საკვანძო ფრაზების მნიშვნელოვანი რაოდენობა და ინფორმაცია ამ საკვანძო ფრაზების კონკურენციაზე და თქვენი აუდიტორიის ძიების მიზნების შესახებ.

საკვანძო სიტყვების კვლევა უნდა იყოს ნებისმიერი SEO სტრატეგიის დასაწყისი. შედეგი იქნება ძირითადი სიტყვების გრძელი სია, რომლებითაც გსურთ რომ პოტენციურმა აუდიტორიამ გიპოვოთ ზიებისას. მაგრამ ყველაზე რთული ჯერ კიდევ წინ არის: ამ სიისთვის შინაარსის მინიჭება – კონტენტის შექმნა. თქვენ უნდა დაწეროთ სტატიები და ბლოგი თითოეულ საკვანძო სიტყვაზე, მოახდინოთ საიტის გვერდების და სხვა ელემენტების შინაარსობრივი ოპტიმიზაცია. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. დასაწყისისთვის გაეცანით ეფექტური კონტენტის შექმნის ნაბიჯებს.

ასევე იხილეთ: