საიტის შექმნა

საიტის შექმნა – ვის და რისთვის სჭირდება ის

საიტის შექმნა – საიდან დავიწყეთ?

dzveli saitiჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში საიტის შექმნა ასოცირდებოდა რაღაც ძალიან დიდთან, გრანდიოზულთან და მისტიურთან. მარტივი საიტის ქონაც კი ხაზს უსვამდა კომპანიის სოლიდურობას და მის თანამედროვეობას. მაშინდელი დეველოპერებიც არ იშურებდნენ ასტრონომიულ ფასებს საიტის აწყობისთვის – ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ სულ რამდენიმე იყვნენ, მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში არჩევანიც კი არ ჰქონდა.

დღეს როცა 21-ე საუკუნის მეორე ათეული იწურება და ტექნოლოგიები დღიდან დღემდე ვითარდება ელვის სისწრაფით ყველა ცდილობს მეტ-ნაკლებად ფეხი აუწყოს ცვლილებებს. მოარგოს თავის საქმიანობა თანამედროვე სტანდარტებს. ჩნდება ახალი სივრცეები და შესაძლებლობები. მათ შორის კი ინტერნეტი ერთერთი წამყვანი და მნიშვნელოვანია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა.

აბა წარმოიდგინეთ ერთი დღეც სოციალური ქსელის, მეილის, საძიებოს სისტემის, გასართობი ვიდეო პორტალის გარეშე – ასეთი დღე ფაქტობრივად არ არსებობს თუ ჩვენ მას ხელოვნურად არ შევქმნით. მაგალითად ამ ყველაფრისგან დაღლილი აგარაკს არ მივაშურებთ, სადაც დროებით მოვწყდებით ზემოთჩამოთვლილს.

საიტის შექმნა, საიტის აწყობა, საიტი მინდა, საიტების დამზადება…

და ასე შემდეგ – ხშირად გავიგებთ ამ ფრაზას ჩვენ გარშემო, ან სულაც ჩვენ ვეუბნებით სხვას ამ სიტყვებს. რეალურად ვიცით კი რა დატვირთვა აქვს საიტს ჩვენთვის, რა სარგებელს გვაძლევს საკუთარი ვებსაიტის ქონდა, რა სირთულეებთან ან წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული, ან საერთოდ რისთვის გვჭირდება საიტი?

წარმოიდგინეთ თქვენ აქვთ საკუთარი ბიზნესი, რათქმაუნდა ყველას უნდა მისი ბიზნესი გახდეს ცნობადი, გაიზარდოს გაყიდვები, შესაბამისად შემოსავალი. მოკლედ გვინდა მივაღწიოთ კეთილდღეობას, ბიზნესიც ხომ სწორედ ამისთვისაა.

თქვენ ბეჭდავთ ბანერებს, ცვლით ინტერიერს და ექსტერიერს ოფისში, უყვებით თქვენს გარშემო ხალხს თქვენი საქმიანობის შესახებ. იწონებთ და ამაყობთ თქვენი პროდუქციითა თუ მომსახურებით.

რატომ ხდება მთელი ეს პროცესი? პასუხი ძალიან მარტივია – თქვენ გინდათ გახადოთ თქვენი საქმიანობა ცნობადი, ხაზი გაუსვათ თქვენს განსაკუთრებულობას, დაარწმუნოთ გარშემომყოფები თქვენს უპირატესობაში კონკურენტებთან შედარებით. მოკლედ ძალ-ღონეს არ იშურებთ და ეს სწორიცაა, ამის გარეშე ხომ ნებისმიერი საქმიანობა განწირულია.

მოდით დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რა ღონიძიებებს გაატარებთ იმისათვის რომ თქვენი საქმიანობა წარმატებული და ცნობადი გახდეს? მიმართავთ სარეკლამო კამპანიას? – დიახ რატომაც არა.

დაამზადებთ სარეკლამო რგოლებს რომელსაც გაუშვებთ ტელევიზიაში, რადიოში, გახსნით მაღაზიას ლამაზი ფასადით, გამოარავთ ბანერებს ქუჩაში, მოაწყობთ პრომო აქციებს… და ასე შემდეგ, სანამ ფანტაზია და რესურსი გეყოფათ.

რა როლი შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა?

მოდით დავსვათ კითხვა ამ ყველაფერში რა როლი შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა?  წარმოიდგინეთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია. ზოგი სამსახურშია, ზოგიც მოგზაურობს, ზოგი სხვა რაიონში ან უბანში ცხოვრობს, ისინი განსხვავებულები არიან. მაგრამ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აერთიანებს ერთი რამ – ისინი ინტერნეტ მომხმარებლები არიან! ყველა ის ადამიანი რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს თქვენი საქმიანობით ინტერნეტშია, ამიტომ ლოგიკურია რომ თქვენი საქმიანობაც უნდა იყოს ინტერნეტში. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი ადგილი, საკუთარი კუთხე ამ გლობალურ ქსელში.

საკუთარი ადგილი ინტერნეტში რამდენიმე მეთოდით შეგიძლიად დაიკავოთ. ესენია:

  • სოციალური ქსელები
  • ინტერნეტ რეკლამა
  • საკუთარი საიტი

მოდით მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

სოციალური ქსელები დღეს ერთერთი ყველაზე მოხმარებადი სეგმენტია ინტერნეტში. იქ შეგიძლიატ შევქმნათ თქვენი “კუთხე” თქვენივე საქმიანობისთვის. დააარქვათ სასურველი სახელი, გააფორმოთ ვიზუალურად, მოკლედ გააკეთოთ ყველაფერი რომ ეს “კუთხე” ასოცირდებოდეს თქვენს საქმიანობასთან. ეს საკმაოდ მომგებიანი და აპრობირებული მეთოდია, რომლის სწორად მართვაც გარკვეულ წარმატებას მოგიტანთ. თუმცა ეს თქვენი “კუთხე” მაინც ნაწილია იმ კონკრეტული სისტემის, პლატფორმის და არ წარმოადგენს ბოლომდე თქვენს საკუთრებას. სოციალურ ქსელში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს რიგი წესები, შიდა პოლიტიკა, ან სულაც გაუქმდეს.

ინტერნეტ რეკლამა – სარეკლამო ბიძგის ერთერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდი სეგმენტი დღეის მოცემულობით. თქვენ უხდით გარკვეულ თანხას რაიმე სახის პლატფორმას, რომელიც დაკავებულია ინტერნეტში რეკლამის შექმნით. სწორად შერჩეული რეკლამა მუშაობს სანამ თქვენ დაქირავებულს უხდით. შეწყვეტთ გადახდას – შეწყდება რეკლამაც, ეს მარტივი წესია.

და ბოლოს:

მოდით განვიხილოთ რას გვაძლევს საკუთარი საიტის შექმნა. ქმნით პლატფორმას თქვენი გემოვნებით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. განათავსებთ მასზე სასურველ ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ. შეგიძლიათ აქციოთ ინტერნეტ მაღაზიად, ცვალოთ კონტენტი სურვილისამებრ – აქ თქვენ სრული უფლება გაქვთ ყველაფერზე, ის ბოლომდე თქვენია. კიდევ ერთი რამ რაც მნიშვნელოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი 2 გზა შეგიძლია შეურწყათ თქვენს ვებსაიტს.

შეგიძლიათ მოახდინოთ მისი ინტეგრაცია სოციალურ ქსელებში და ასევე მოახდინოთ მისი გარეკლამება ინტერნეტ სივრცეში. თუ რათქმაუნდა ეს გსურთ.

ნათლად ჩანს რომ საკუთარი საიტის უპირატესობა სულაც არ ზღუდავს სოციალურ ქსელებში თქვენს არსებობას და არც ინტერნეტ რეკლამის წარმართვას – პირიქით, ეს ორი სეგმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი პლატფორმის განვითარებისთვის.

როგორი უნდა იყოს წარმატებული საიტი?

tanamedrove saitiთუ შევთანხმდით იმაზე რომ საკუთარი ვებსაიტის ქონდა მომგებიანია თქვენთვის განვაგრძოთ. მაინც როგორი უნდა იყოს საიტი? რა უნდა ჰქონდეს კარგ საიტის, რათა ის წარმატებული იყოს? რათქმაუნდა ეს დეტალები მნიშვნელოვანია.

განვითარებასთან ერთად იცვლება და იხვეწება სტანდარტებიც, რომლის ფეხის აწყობაც უმნიშვნელოვანესია.

თუკი 10-15 წლის წინ ნებისმიერი ტიპის და ხარისხის საიტის ქონა დამაკმაყოფილებელი იქნებოდა დღეს ასე აღარ არის. თქვენი პლატფორმა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, რათა ის მისაღები იყოს თქვენივე მიზნობრივი აუდიტორიისათვის.

ეს სტანდარები შეიძლება იყოს:

  • დიზაინი
  • ფუნქციონალი
  • მოქნილობა
  • სიმარტივე

არავის უნდა ისეთ საიტზე დროის გატარება რომლის ვიზუალური მხარეც პირდაპირ რომ ვთქვათ ცუდია- ამიტომ დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია.

არავის უნდა ისეთ საიტზე რაიმეს კეთება რომელიც ვერ ასრულებს სასურველ ამოცანას – ფუნქციონალი ზუსტად უნდა პასუხობდეს თემატიკას.

არავის უნდა ისეთ საიტზე ყოფნა რომელიც ვერ ერგება მის მოწყობილობებს, ცუდად გამოიყურება მობილურში, არ იკითხება ინფორმაცია. არ ჩანს კონტენტი და ასე შემდეგ. თანამედროვე საიტი თანამედროვე მოწყობილობებთან ადაპტირებული უნდა იყოს.

არამგონია ვინმეს უნდოდეს ისეთ ვებსაიტზე ნავიგაცია სადაც ვერ გაგებს თავს და ბოლოს, ვერ მოაგნებს მარტივად იმას რასაც ეძებს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ დატოვებს მას და დაიწყებს უკეთესის ძიებას- ამიტომ საიტი უნდა იყო მარტივი (user friendly).

ყველა თანამედროვე სტანდარტით შექმნილი ვებსაიტი სწორი მართვის შემთხვევაში აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, და დაგეხმარებათ მყარად დაიკავოთ თქვენი ადგილი ინტერნეტ სივრცეში.