saitebis damzadeba

საიტების დამზადება

საიტების დამზადება – აღნიშნული მომსახურება მოიცავს ვებ გვერდების დამზადებას ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის თუ საქმიანობისთვის. ეს შეიძლება იყოს ელექტრო კომერცია, ონლაინ კატალოგი, საპრეზენტაციო ტიპის ვებსაიტი, საიტი საგანმანათლებლო სისტემებისთვის, შიდა ინტრანეტ სისტემა.

ამავე სერვისში შედის ისეთი მარტივი საიტების დამზადება როგორიცაა: სავიზიტო საიტები, ლენდინგ ფეიჯები, სარეგისტრაციო ფორმები და სხვა.

ნებისმიერი ტიპის ვებსაიტი, რომელიც ჩვენთან მზადდება აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. როგოც ვიზუალის ასევე ფუნქციონალის და უსაფრთხოების კუთხით.

ჩვენს გუნდს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ვებ დეველოპმენტის სფეროში. რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე ოპტიმალური და მასზე მორგებული პაკეტი ამა თუ იმ ტიპის საიტის დამზადებისას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ინტერნეტ მაღაზიის ტიპის საიტის დამზადება – ონლაინ ვაჭრობისთვის და ელექტრო კომერციისთვის.
  • ონლაინ კატალოგის ტიპის ვებსაიტის დამზადება – პროდუქტის პრეზენტაციისთვის ინტერნეტში.
  • საგანმანათლებლო ტიპის ვებსაიტების შექმნას – სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.
  • პორტფოლიოს ტიპის ვებსაიტის დამზადება – პირადი საქმიანობის, ან კომპანიის ნამუშევრების ინტერნეტში პრეზენტაციისთვის.
  • ინტრანეტ სისტემებს – კომპანიის შიდა, მცირე ზომის დახურული სოციალური ქსელი, სხვადასხვა საჭირო ფუნქციებით.
  • საიტები ტურისტული კომპანიებისთვის – ტურისტულ ინდუსტრიაზე მორგებული საიტების დამზადება, ყველა საჭირო ფუნქციონალით.
  • სამედიცინო ტიპის ვებსაიტების დამზადება – სამედიცინო სფეროზე მორგებული საიტის დამზადება, ყველა საჭირო მოდულითა და ფუნქციონალით.
  • ლენდინგ ფეიჯის დამზადება – სარეკლამო, საპრეზენტაციო მარტივი საიტი, მოკლე და საშუალო ვადიანი პროექტის პრეზენტაციისთვის.

ეს არის იმ ძირითადი ტიპის საიტების ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული და რომლის დამზადებაც ჩვენთან თანამშრომლობით შეგიძლიათ. უმოკლეს დროში და საუკეთესო პირობებით.

ჩვენ ასევე შეგვიძლია შევადგინოთ თქვენზე მორგებული არასტანდარტული ტექნიკური დავალება, თქვენი ბიზნესის თუ საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად. რის მიხედვითაც მოხდება შესაბამისი საიტის დამზადება და მისი თქვენს მოთხოვნებზე მორგება.

შესრულებული პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: