seo_damwyebebistvis

SEO ტუტორიალი ახალბედებისთვის: რით დავიწყოთ?

თუ მოგივიდათ იდეა რომ შექმნათ კარგი, ხარისხიანი SEO თქვენი საიტისთვის, ეს შესანიშნავია. ეს არის მოკლე SEO ტუტორიალი, სადაც განვიხილავთ იმ ძირითად ნაბიჯებს და სტრატეგიებს, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს თქვენი საიტის სეოს ხარისხს.

რით დავიწყოთ?

seo-dawyeba

თუ თქვენთვის ეს ახალია, ხშირად ჩნდება კითხვები: როგორ გავხადოთ საიტი ცნობილი? რას მივაქციოთ ყურადღება? როგორ მივიტანოთ შინაარსი და სათქმელი მომხმარებელთან? და ასე შემდეგ… ეს ბუნებრივია. სეო – ეს არის კომპლექსური და ძალან ფაქიზი სფერო, რომელიც მუდმვ მუშაობას და კვლევას მოითხოვს.

ყოველთვის უნდა გაეცნოთ ახალ ინფორმაციას და განახლებებს, გაითვალისწინოთ სხვადასხვა რეკომენდაციები რომელსაც წამყვანი პლატფორმები გთავაზობენ, გამოიკვლიოთ და გაუკეთოთ ანალიზი კონკურენტებს.

გააგებინეთ Google-ს რომ თქვენ არსებობთ

utxari googles

საძიებო სისტემა Google-მა უნდა იცოდეს თქვენი საიტის არსებობის შესახებ. რათა მოხდეს მისი შენახვა უზარმაზარ ბაზაში – ინდექსში. გამოიყენეთ ყველა ის ინსტრუმენტი რომელსაც Google გვაძლევს: Search Console, Google Analytics. შექმენით გარე ბმულების სტრუქტურა.

განსაზღვრე საძიებო ნიშა და აუდიტორია

gansazgvra

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიცოდეთ რაზე ვაკეთებთ აქცენტს, ვისთვის არის განკუთნილი საიტი. შეხედეთ თქვენს ვებგვერდს მომხმარებლის თვალით, იფიქრეთ როგორც საიტის პოტენციურმა იუზერმა. დაფიქრდი, რა სიტყვაკოდებით მოახდენდი ძიებას რომ შენს საიტზე მოხვედრილიყავი. არასდროს გადაუხვიო საიტის ნიშას კონტენტის შექმნისას. იყავი მარტივი და გასაგები. მიაწოდე მომხმარებელს ზუსტი და სუფთა ინფორმაცია – ამას საძიებო სისტემაც დაინახავს და დაგიფასებს.

იყავი განახლებადი!

ganaxlebadi

წარმოიდგინე ვირტუალური პერსონაჟი (ბოტი) რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ვებსაიტზე დაძვრება და ამოწმებს მას. შემდეგ კი ამ ინფორმაციას აწვდის სისტემას. ეს არის ინფორმაცია ყველაფერ იმის შესახებ რაც მან შენს საიტზე ნახა და წაიკითხა. შესაბამისად ბოტი ყოველთვის ხვდება რამდენად აქტიურია შენი საიტი, რამდენად ხშირად აქვეყნებ ახალ მასალას. კონტენტის მიხედვით განისაზღვრება შენი საიტის ნიშა და საძიებო რანკინგი. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია საიტი იყოს ცოცხალი – მუდმივად იდებოდეს განახლებული კონტენტი. ფიქრობ როგორ – წერე თემატური ბლოგები, თუნდაც ისეთი როგორიც ეს სტატიაა.

შექმენი შიდა ლინკების ქსელი

shida-linkebi

ეს არის პროცესი რომელიც ზემოთ ნახსენებ ბოტს “უადვილებს” საქმეს. წარმოიდგინე საიტი სადაც გაქვს რამდენიმე ბლოგ პოსტი, ერთი თემატიკის. თითოეულ მათგანში აუცილებლად იქნება ნაწილობრივი შინაარსობრივი დამთხვევა მეორესთან. მიამაგრე შიდა ბმულებით ერთმანეთზე ეს პოსტები. ამით დააჩქარებ პროცესს რომ შენი საიტი მაქსიმალურად სწრაფად აღიქვას საძიებო სისტემამ და მთლიან კონტენტს მოუყაროს თავი საერთო ბაზაში, შესაბამის ნიშაში.

საბოლოო ჯამში სეო ოპტიმიზაცია ბევრად კომპლექსური და რთული პროცესია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. არ არსებობს სტანდარტული რეცეფტი და გარანტიები საიტის რანკინგისთვის. თუმცა მუდმივი სწავლა და ძიება გაჩვენებს გზას როგორ მიიტანო შენი კონტენტი მიზნობრივ აუდიტორიამდე. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაიცვა ის წესები და პარამეტრები, რომელიც დღესდღეისობით მოცემული და განსაზღვრულია საძიებო სისტემების მიერ.