კონტენტის ოპტიმიზაცია მის გამოქვეყნებამდე

მოკლედ განვიხილოთ თუ რა არის კონტენტის ოპტიმიზაცია და რა ნაბიჯები უნდა გავითვალისწინოთ საბოლოო გამოქვეყნებამდე.

ხშირ შემთხვევაში მაშინაც კი როდესაც კონტენტის შინაარსი ერთი შეხედვით აბსოლუტურად გამართულია საძიებო სისტემები მაინც ვერ პოულობს მას.

სანამ საბოლოოდ გამოვაქვეყნებთ ნამუშევარს, აუცილებელია გავითვალისწინოთ რიგი ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა საძიებო სისტემაში მარტივად ინტეგრაციისთვის.

გაეცანით ძირითად ნაბიჯებს და მოქმედებებს რომლებიც საჭიროა რათა საბოლოოდ მოხდეს კონტენტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის.

შეხედეთ კონტენტს მომხმარებლის თვალით

ზოგჯერ ავტორი ფიქრობს როგორ განათავსოს კონტენტი ისე რომ რაც შეიძლება მეტჯერ მოახვედროს მასში საკვანძო სიტყვები, ლინკები და სხვა ელემენტები. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. შექმენით კონტენტი ისე რომ მომხმარებლისთვის იყოს მარტივად წასაკითხი. ნაწერი უნდა იყოს ლოგიკური და შინაარსიანი.

შექმენით მოსახერხებლად წასაკითხი კონტენტი

კონტენტის შექმნისას გაითვალისწინეთ ისევ და ისევ მომხმარებელი. გარდა შინაარსისა კონტენტი უნდა იყოს მარტივად წასაკითხი. ნუ ეცდებით მის ხელოვნურად გადაწყობას მხოლოდ იმიტომ, რომ დააკმაყოფილოთ SEO პარამეტრები.

  • სწორად გადაანაწილეთ ტექსტი აბზაცებში
  • ნუ გამოიყენებთ ძალიან დიდ, უწყვეტ წინადადებებს
  • ნუ გაიმეორებთ ერთი და იგივე საკვანძო სიტყვას ძალიან ხშირად, კონტენტი უნდა იყოს მრავალფეროვანი.
  • გამოიყენეთ მედია ელემენტები (ფოტო, ვიდეო)
  • გამოიყენეთ H1, H2, H3 ტეგები, პრიორიტეტული ნაწილის გამოსაყოფად
  • გამოიყენეთ ლოგიკური შიდა და გარე ლინკები

მიაქციეთ ყურადღება კონტენტის ზომას და აღქმადობას

აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ ნებისმიერი ტიპის ჩანაწერი უნდა იყოს ზომიერი. არ არის კარგი არც მოკლე და არც უსაშველოდ გრძელი გვერდები. ეს ერთერთი პირობაა იმ მოცემულობისთვის, რასაც ჰქვია კონტენტის ოპტიმიზაცია.

არის რეკომენდირებული სტანდარტები, რომლების მიხედვითაც განისაზღვრება კონტენტის მოცულობა, სიტყვების რაოდენობა და სხვა დეტალები.

  • გასართობი შინაარსის ბლოგები – 1500 -2000 სიტყვა
  • მცირე ზომის ბლოგები – 700-900 სიტყვა
  • საინფორმაციო ბლოგები – 100-1500 სიტყვა
  • აღწერები და მიმოხილვები – 200-2500 სიტყვა

ეს მოცულობები პირობითია, თუმცა ამ არეალში ჩანაწერების შექმნა რეკომენდირებული და აპრობირებული მეთოდია.

დაამატეთ სოციალური მედიის ელემენტები

სოციალური მედია ერთერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა საიდანაც მომხმარებელი ინფორმაციას იღებს. ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, იქნება ეს ლინკი, ფოტო, ვიდეო თუ სხვა რამ. ამიტომ აუცილებლად ჩართეთ თქვენს კონტენტში სოციალური მედია. გამოიყენეთ საჭირო და თემატური ბმულები. როგორც თქვენი პირადი გვერდების და პროფილების, ასევე ინფორმაციის შემცველი სტატიების, ფოტოსი თუ ვიდეოსი.

და ბოლოს…

აუცილებლად ადევნეთ თვალი სხვადასხვა პორტალებს, სისტემებს. გამოიწერეთ ინფორმაცია განახლებების და ცვლილებების მისაღებად. საძიებო სისტემის სტრუქტურა ძალიან ხშირად იცვლება, შესაბამისად იცვლება ბევრი დეტალი ოპტიმიზაციის გარშემო.

მუდმივად გაეცანით ინფორმაციას ტექნიკურ დეტალებზე, როგორებიცაა საკვანძო სიტყვების (keywords), მედია ფაილების და სხვა ელემენტების განთავსების შესახებ.

ასევე იხილეთ: