მთავარ შინაარსზე გადასვლა

სხვა1 წთ საკითხავი

Facebook ვერიფიკაცია გვერდისთვის

Facebook-ზე ვერიფიკაციის გასავლელად და თქვენი გვერდისთვის ლურჯი ან ნაცრისფერი ნიშნის მისაღებად, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოთ, აკმაყოფილებთ თუ არა იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც Facebook-ი აწესებს. ეს მიღწევადია, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

Facebook-ი თავის Help Article-ში განმარტავს, რომ ვერიფიკაციის გავლა და ლურჯი ნიშნის მოპოვება მხოლოდ ბრენდებს, მედია ორგანიზაციებსა და საზოგადო მოღვაწეებს შეუძლიათ. გადამოწმებისას ამოწმებენ, რამდენად სრულყოფილია ანგარიშის მონაცემები და შეესაბამება თუ არა ის Facebook-ის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ინტერესს.

Facebook-ის თანახმად, თუ არ ხართ საზოგადო მოღვაწე და არც ბრენდს ან მედია ორგანიზაციას წარმოადგენთ, არსებობს სხვა გზებიც, რათა მომხმარებლები თქვენი გვერდის აუთენტურობაში დაარწმუნოთ. გაეცანით Facebook Terms of Service-ს და დარწმუნდით, რომ თქვენს გვერდზე ყველაფერი — პროფილის ფოტოდან დაწყებული, პოსტების შინაარსით დამთავრებული — სინამდვილეს შეესაბამება. ამის შემდეგ კი შეავსეთ ფორმა Request a blue verification

განაცხადის გაგზავნის შემდეგ Facebook-ი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს პასპორტი ან მართვის მოწმობა. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაგისვან კითხვაც: რატომ უნდა მიენიჭოს თქვენს ანგარიშს ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი? თქვენი მოთხოვნის უკეთ განსახილველად Facebook-ის გუნდი გულწრფელ პასუხს ითხოვს. პასუხი შეგიძლიათ რამდენიმე წინადადებით ჩამოაყალიბოთ.

თქვენი მოთხოვნის განხილვის შემდეგ შესაბამის შეტყობინებას მიიღებთ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განაცხადის ხელახლა გაგზავნას 30 დღის შემდეგ შეძლებთ.

სხვა სტატიები