მთავარ შინაარსზე გადასვლა

ხშირი კითხვები

პასუხები იმაზე, რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან. ვერ იპოვეთ? მოგვწერეთ.

ზოგადი

რა სერვისებს სთავაზობთ?
საიტების დამზადებას, SEO ოპტიმიზაციას, მობილურ აპლიკაციებს, UI/UX დიზაინს, AI ავტომატიზაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
რამდენი დრო სჭირდება საიტის შექმნას?
დიზაინის დამტკიცების შემდეგ სტანდარტული საიტის აწყობას 4–8 კვირა სჭირდება; დიზაინის ეტაპი ამ ვადაში არ შედის. რთული პროექტები შეიძლება 3–6 თვე გაგრძელდეს.
პირველი კონსულტაცია უფასოა?
დიახ. განვიხილავთ თქვენს საჭიროებებსა და მიზნებს, შემდეგ კი შესაფერის გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.
რა ხდება პროექტის დასრულების შემდეგ?
გთავაზობთ მხარდაჭერის პაკეტებს: ტექნიკური დახმარება, კონტენტის განახლება და უსაფრთხოების მონიტორინგი.
როგორ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა?
ეტაპობრივად: ბრიფი და კვლევა, სტრატეგია, დიზაინი და პროტოტიპი, დეველოპმენტი, ტესტირება და გაშვება.
შეგიძლიათ არსებული საიტის რედიზაინი?
რა თქმა უნდა. ვაფასებთ არსებულ საიტს, ვაანალიზებთ მომხმარებლების ქცევას და ვქმნით ახალ, ეფექტურ დიზაინს.

ტექნიკური

რამდენად უსაფრთხოა თქვენ მიერ შექმნილი საიტები?
უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია: ვიყენებთ SSL/TLS დაშიფვრას, ავტორიზაციის დაცულ მეთოდებს და სისტემას SQL injection-ისა და XSS შეტევებისგან ვიცავთ.
რომელ CMS-ს გვირჩევთ?
არჩევანი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული: WordPress კარგია ბლოგებისა და კორპორატიული საიტებისთვის, headless CMS კი უფრო რთული პროექტებისთვის.
რა ტექნოლოგიებს იყენებთ?
React, Next.js, Vue, Laravel და WordPress, მობილური აპლიკაციებისთვის კი React Native და Expo.
აკეთებთ API ინტეგრაციებს?
დიახ. ვაერთებთ ბარათით გადახდის, განვადებისა და მიწოდების სერვისებს, ასევე CRM-სა და სააღრიცხვო სისტემებს. საჭიროების მიხედვით ვაწყობთ მარაგის ნაშთების, ფასებისა და შეკვეთების სინქრონიზაციას.
რომელ ბრაუზერებსა და მოწყობილობებზე მუშაობს საიტი?
ჩვენ მიერ შექმნილი ყველა საიტი სრულად რესპონსიულია და მუშაობს ყველა თანამედროვე ბრაუზერში.

გადახდა

არის თუ არა დამატებითი ხარჯები გაშვების შემდეგ?
დომენისა და ჰოსტინგის საფასური ყოველწლიურად იხდება. მხარდაჭერის პაკეტი არჩევითია.
შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა?
დიახ. პროექტი ეტაპებად იყოფა და თითოეულ ეტაპს ცალკე იხდით.
შედის თუ არა ფასში კონტენტის შექმნა?
სტანდარტული პაკეტი მოიცავს საიტის სტრუქტურასა და UX ტექსტებს. დამატებითი კონტენტი ცალკე ფასდება.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ, რა გჭირდებათ. გავეცნობით მოთხოვნას, დავაზუსტებთ დეტალებს და შემოგთავაზებთ სამუშაოს მოცულობას, ვადებსა და ღირებულებას.

რა გჭირდებათ?

სავალდებულო ველები

ან პირდაპირ: contact@samsiani.com