Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი
Სარჩევი
რა არის (ან იყო) meta keywords?
Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) განჩნდნენ 1995 წელს. ხალხი საძიებო სისტემებად იყენებდა AldaVista-სა და Infoseeker-ს. ვებგერდებზე შეგეძლოთ დაგემატებინათ მეტა ტეგები, რომელიც მიუთითებდა ამ გვერდის მთავარ საკვანძო სიტყვებზე. ეს ასე გამოიყურებოდა:
<meta name=”keywords” content=”seo, search engine, optimization, ranking”>
ეს ელემენტები ისევე როგოც ყველა მეტა ელემენტი მომხმარებლისთვის უხილავი იყო, თუმცა მას ხედავდა საძიებო სისტემა და გამოიყენებოდა როგორც საიტის ერთერთი რანკინგ ფაქტორი.
ეს დაახლოებით ნიშნავს რომ google-ს სთხოვთ მიიღოს თქვენი საიტი ისე როგორც ამას თქვენ ეუბნებით. დიახ ეს ძალიან ადვილია, თუმცა მას შემდეგ რაც ინტერნეტი გახდა უფრო მეტად კომერციული, ბევრმა დაიწყო ამ ატრიბუტის სპამად გამოყენება. ამიტომ საძიებო სისტემებმა მეტა საკვანძო სიტყვებს იგნორირება გაუკეთეს.
მეტა საკვანძო სიტყვების აღსასრული
მე მოგიყვებით მეტა საკვანძო სიტყვების (meta keywords) სრულ ისტორიას. უკვე სექტემბერში, 2009 წელს, Google ოფიციალურად აცხადებს, თუ რას წარმოადგენს მათთვის ეს პარამეტრი.
“Google არ იყენებს საკვანძო სიტყვებს საიტის რანკინგისთვის”.
Matt Cutts იხილეთ ვიდეო:
იყენებს თუ არა Yahoo და Bing სისტემები მეტა საკვანძო სიტყვებს?
2009 წლის ოქტომბერშივე, SMX East- ში, Yahoo!-მ განაცხადა, რომ ისინი აღარ იყენებენ მეტა საკვანძო სიტყვებს. ეს არ აღმოჩნდა მთლიანად სიმართლე, რადგან ისინი ინდექსს აკეთებენ, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ ეხმარება საიტს რანკის აწევაში.
2014 წელს Bing-მა ასევე განაცხადა:
“დღეს, ნათელია რომ მეტა საკვანძო სიტყვა არის მკვდარი SEO თვალსაზრისით. ის შეიძლება გამოყენებული იყოს კონტექსტური რეკლამის სისტემებისთვის ან რობოტებისთვის, სიგნალს ვებ-გვერდებიდან მიღების მიზნებისთვის, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ძიებას, ეს პარამეტრი წარსულს ჩაბარდა როგორც ხელის შემწყობი ფაქტორი”
მოგვიანებით კი მათ განაცხადეს რომ ამ პარამეტრის გამოყენება შესაძლოა ცუდიც კი აღმოჩნდეს, რადგან სისტემამ შეიძლება აღიქვას როგორც სპამ სიგნალი.
ასე რომ ნუღარ დახარჯავთ დროს მეტა საკვანძო სიტყვების (meta keywords) ძიებაში. ის 5 წუთი რომელიც მათ საძებნელად გაქვთ გათვლილი მოახმარეთ კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას. ან უბრალოდ მოიძიეთ საკვანძო სიტყვები (Keywords და არა Meta Keywords), რადგან მაშინ როცა მეტა საკვანძო სიტყვები მკვდარია, კონტენში არსებული საკვანძო სიტყვები ისევ ცოცხალია და მნიშვნელოვანია.
მაგრამ მე მინდა მეტა საკვანძო სიტყვები!!!
არა, არ გინდა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზიანი სარგებელის ნაცვლად. ნებისმიერმა საძიებო სისტემამ შეიძლება აღიქვას ისინი როგორც სპამ სიგნალი, ან კონტენტი რომელიც ფეხს არ უწყობს თანამედროვე სტანდარტებსა და განახლებებს.