ვებსაიტის შექმნა და მართვა – როგორ მივაღწიოთ წარმატებას

ვებსაიტის შექმნა – წერთ გუგლში რაღაც საძიებო ფრაზებს როგორიც არის “როგორ შევქმნა ბლოგი”, “რა არის ბლოგი”  და “როგორ გავხდე ბლოგერი”, კითხულობთ სტატიებს, თუმცა,  სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ზუსტ პასუხს ვერავინ გცემთ.

ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვაქვეყნოთ დეტალური გიდი, რომელიც დაგეხმარებათ ხარისხიანი ბლოგის შექმნაში.

ვებსაიტის შექმნა

პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ დეტალების განხილვას, გეტყვით, რომ 3 ყველაზე პოპულარული უფასო პლატფორმაა:

  1. ვორდპრესი
  2. თამბლერი
  3. ბლოგერი

იმისათვის რომ ჩვენი ბლოგი წარმატებული იყოს და მისი მართვა მარტივად შევძლოთ, ავირჩიოთ ვორდპრესი.

რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი

პირველ რიგში, ლოგიკური კითხვაა, “რატომ ვორდპრესი”? სხვა სიტყვებით, რატომ უნდა ვამჯობინოთ ვორდპრესი სხვა პლატფორმებს?

  • მარტივია
  • უამრავი უფასო ფლაგინია
  • უამრავი უფასო და ხარისხიანი დიზაინია
  • დაცულია
  • იდეალურია ბლოგის ტიპის საიტისთვის

უმთავრესი კითხვა: რა არის ბლოგი?

რეგულარურად განახლებადი საიტი, რომელსაც მართავს ერთი ან რამდენიმე ადამიანი. ბლოგის წერის სტილი კი არაფორმალურია

როგორ შევქმნა ჩემი პირველი ბლოგი?

გადავიდეთ საქმეზე და ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ შევქმნათ ჩვენი პირველი ბლოგი.

შენიშვნა! სანამ დავიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ბლოგს, რომელსაც ამ გიდის მეშვეობით შექმნით იქნება უფასო და დომენი იქნება ამის მსგავსი, “saiti.wordpress.com”.

თუ პროფესიონალური ვებსაიტის შექმნა გსურთ, რომელიც .ge დომენზე ან .com, .net, .org-ზე იქნება, გადაგამისამართებთ შემდეგ სტატიებზე:

სხვა შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი უფასო ვებსაიტის შექმნაა, განაგრძეთ კითხვა.

პირველი ნაბიჯი ის არის, რომ შევიდეთ ვორდპრესის საიტზე, რომელიც ასე გამოიყურება:

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია და ვაჭერთ ღილაკს, “Create Website-ს”, რაც გადაგვამისამართებს შემდეგ გვერდზე.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ შევარჩიოთ დიზაინი, რომელიც საიტზე ავტომატურად დაყენდება.

სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, თუმცა თუ ამ ეტაპზე ვერ წყვეტთ რომელი უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ პირდაპირ “SKIP FOR NOW-ს” დააჭიროთ.

შენიშვნა! არჩეული დიზაინის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. არ იფიქროთ, რომ დიზაინის არჩევის უფლება მხოლოდ ერთხელ გაქვთ.

ჩემი ბლოგისთვის ავირჩევ Penscratch-ს.

მესამე ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, რადგან გვიწევს ბლოგის სახელის შერჩევა.

დიზაინისგან განსხვავებით, სახელი, რომელსაც ბლოგისთვის შევარჩევთ სამუდამოა. სხვა სიტყვებით, მისი შეცვლის უფლება აღარ გვაქვს (თუ სახელი აღარ მოგვწონს, მისი შეცვლის ერთადერთ გზაა, რომ ახალი ბლოგი შევქმნათ).

ამიტომ, აუცილებელია, რომ ბლოგის შექმნის პროცესის ამ ნაწილს უდიდესი ყურადღება მივაქციოთ. გარდა ამისა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სახელი, რომელი ყველაზე მეტად მოგვწონს, დაკავებული იყოს.

თუ სახელის მოფიქრება გიჭირთ, გამოიყენეთ ხელსაწყო “ბლოგის სახელის მომფიქრებელი“. ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ კრეატიული სახელების მოფიქრებაში.

როცა უკვე ბლოგის სახელს შევარჩევთ, მე ავიღებ warmatebablog.wordpress.com-ს, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.

ბოლოს, ვირჩევთ უფასო გეგმას (Free Plan) და ვაჭერთ “Select Free Plan-ს”.

ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და გვრჩება ბოლო ეტაპი, სადაც გვიწევს რეგისტრაციის გავლა. ეს უმარტივესი პროცესია. უბრალოდ შეგვყავს ჩვენი მეილი იუზერნეიმი და პასვორდი.

ვაჭერთ “Create Account-ს” და შევდივართ მეილზე, რომ ექაუნთი გავააქტიუროთ.

მორჩა!

ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და ელოდება როდის გამოაქვეყნებთ სტატიებს.

თუ ბლოგზე რაიმე ვიზუალური ასპექტის შეცვლა გსურთ, საიტზე შესვლისას არის განყოფილება “My Site”, სადაც გავხსნით ისეთ კატეგორიებს როგორიც არი “Settings”, “Plugins” და “Themes”.

როგორ ვმართოთ წარმატებული ბლოგი?

ბლოგის წარამტების გასაღები კონტენტია.

უმნიშვნელოვანესია ჩვენი წერის სტილი, რომ მკითხველი მარტივად ჩავითრიოთ და ძალიან მოკლე დროში ვაქციოთ ლოიალურ მკითხველად.

რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან ეფექტურად და საინტერესოდ წერა საკმაოდ ცოტა ადამიანს გამოსდის.

რა უნდა ვქნა თუ წერა არ გამომდის?

საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. სმარტ სეოზე არის კატეგორია, “კონტენტ მარკეტინგი”, სადაც ვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებიც დაგეხმარებათ წერის უნარ-ჩვევების დახვეწაში.

სწორი მიმართულება რომ მოგცეთ, დაიწყეთ კითხვა შემდეგი სტატიებიდან:

სულ ეს არის, რაც ბლოგის შექმნასა და ეფექტურად მართვას ჭირდება. და რა დამიჯდება ეს თუ ჩემით ვერ ვქმნი?

დამატებითი ინფორმაციისთვის, გადახედეთ ჩვენი საიტის სხვადასხვა კატეგორიებს, მაგალითად, სოციალური მედია მარკეტინგს.