Samsiani.com
  • მთავარი
  • სერვისი
    • საიტების დამზადება
    • SEO ოპტიმიზაცია
  • პორტფოლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კითხვები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • ძიება
  • Menu Menu
seo_damwyebebistvis

SEO ტუტორიალი ახალბედებისთვის: რით დავიწყოთ?

ბლოგი

თუ მოგივიდათ იდეა რომ შექმნათ კარგი, ხარისხიანი SEO თქვენი საიტისთვის, ეს შესანიშნავია. ეს არის მოკლე SEO ტუტორიალი, სადაც განვიხილავთ იმ ძირითად ნაბიჯებს და სტრატეგიებს, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს თქვენი საიტის სეოს ხარისხს.

Სარჩევი

  • რით დავიწყოთ?
  • გააგებინეთ Google-ს რომ თქვენ არსებობთ
  • განსაზღვრე საძიებო ნიშა და აუდიტორია
  • იყავი განახლებადი!
  • შექმენი შიდა ლინკების ქსელი

რით დავიწყოთ?

seo-dawyeba

თუ თქვენთვის ეს ახალია, ხშირად ჩნდება კითხვები: როგორ გავხადოთ საიტი ცნობილი? რას მივაქციოთ ყურადღება? როგორ მივიტანოთ შინაარსი და სათქმელი მომხმარებელთან? და ასე შემდეგ… ეს ბუნებრივია. სეო – ეს არის კომპლექსური და ძალან ფაქიზი სფერო, რომელიც მუდმვ მუშაობას და კვლევას მოითხოვს.

ყოველთვის უნდა გაეცნოთ ახალ ინფორმაციას და განახლებებს, გაითვალისწინოთ სხვადასხვა რეკომენდაციები რომელსაც წამყვანი პლატფორმები გთავაზობენ, გამოიკვლიოთ და გაუკეთოთ ანალიზი კონკურენტებს.

გააგებინეთ Google-ს რომ თქვენ არსებობთ

utxari googles

საძიებო სისტემა Google-მა უნდა იცოდეს თქვენი საიტის არსებობის შესახებ. რათა მოხდეს მისი შენახვა უზარმაზარ ბაზაში – ინდექსში. გამოიყენეთ ყველა ის ინსტრუმენტი რომელსაც Google გვაძლევს: Search Console, Google Analytics. შექმენით გარე ბმულების სტრუქტურა.

განსაზღვრე საძიებო ნიშა და აუდიტორია

gansazgvra

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიცოდეთ რაზე ვაკეთებთ აქცენტს, ვისთვის არის განკუთნილი საიტი. შეხედეთ თქვენს ვებგვერდს მომხმარებლის თვალით, იფიქრეთ როგორც საიტის პოტენციურმა იუზერმა. დაფიქრდი, რა სიტყვაკოდებით მოახდენდი ძიებას რომ შენს საიტზე მოხვედრილიყავი. არასდროს გადაუხვიო საიტის ნიშას კონტენტის შექმნისას. იყავი მარტივი და გასაგები. მიაწოდე მომხმარებელს ზუსტი და სუფთა ინფორმაცია – ამას საძიებო სისტემაც დაინახავს და დაგიფასებს.

იყავი განახლებადი!

ganaxlebadi

წარმოიდგინე ვირტუალური პერსონაჟი (ბოტი) რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ვებსაიტზე დაძვრება და ამოწმებს მას. შემდეგ კი ამ ინფორმაციას აწვდის სისტემას. ეს არის ინფორმაცია ყველაფერ იმის შესახებ რაც მან შენს საიტზე ნახა და წაიკითხა. შესაბამისად ბოტი ყოველთვის ხვდება რამდენად აქტიურია შენი საიტი, რამდენად ხშირად აქვეყნებ ახალ მასალას. კონტენტის მიხედვით განისაზღვრება შენი საიტის ნიშა და საძიებო რანკინგი. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია საიტი იყოს ცოცხალი – მუდმივად იდებოდეს განახლებული კონტენტი. ფიქრობ როგორ – წერე თემატური ბლოგები, თუნდაც ისეთი როგორიც ეს სტატიაა.

შექმენი შიდა ლინკების ქსელი

shida-linkebi

ეს არის პროცესი რომელიც ზემოთ ნახსენებ ბოტს “უადვილებს” საქმეს. წარმოიდგინე საიტი სადაც გაქვს რამდენიმე ბლოგ პოსტი, ერთი თემატიკის. თითოეულ მათგანში აუცილებლად იქნება ნაწილობრივი შინაარსობრივი დამთხვევა მეორესთან. მიამაგრე შიდა ბმულებით ერთმანეთზე ეს პოსტები. ამით დააჩქარებ პროცესს რომ შენი საიტი მაქსიმალურად სწრაფად აღიქვას საძიებო სისტემამ და მთლიან კონტენტს მოუყაროს თავი საერთო ბაზაში, შესაბამის ნიშაში.

საბოლოო ჯამში სეო ოპტიმიზაცია ბევრად კომპლექსური და რთული პროცესია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. არ არსებობს სტანდარტული რეცეფტი და გარანტიები საიტის რანკინგისთვის. თუმცა მუდმივი სწავლა და ძიება გაჩვენებს გზას როგორ მიიტანო შენი კონტენტი მიზნობრივ აუდიტორიამდე. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაიცვა ის წესები და პარამეტრები, რომელიც დღესდღეისობით მოცემული და განსაზღვრულია საძიებო სისტემების მიერ.

3 აპრილი, 2020/ავტორი: Samsiani Web
ტეგები: SEO, სეო ოპტიმიზაცია
გააზიარე
  • გაზიარება Facebook
  • გაზიარება Twitter
  • Share on WhatsApp
  • გაზიარება Pinterest
  • გაზიარება LinkedIn
  • გაზიარება Tumblr
  • გაზიარება Reddit
  • ელ.ფოსტაზე გაგზავნა
შესაძლოა გაინტერესებდეთ
საკვანძო-სიტყვების-კვლევა საკვანძო სიტყვები – კვლევა SEO- სთვის
ინვესტიცია SEO-ში 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია SEO-ში
kontentis-optimizacia-gamoqveynebamdesamsiani.com კონტენტის ოპტიმიზაცია მის გამოქვეყნებამდე
meta keywords Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი
ბლოგი - სურათების ოპტიმიზაციაsamsiani.com ფოტოების ოპტიმიზაცია – მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი
alt tags ფოტო SEO – ALt Tag მნიშვნელობა

ტეგები

2022 Alt Tag android arttime CMS facebook Google huawei Joomla pixel SEO spaxeX Web Vitals Wordpress ბიზნესი ბლოგი ვებდიზაინი ინტერნეტი ინტერნეტ მაღაზია ინტერნეტ რეკლამა კვლევა კოდირება კომენტარი კონტენტი კოსმოსი ლაიქები მარკეტერი მასკი მცირე ბიზნესი ონლაინ ბიზნესი ონლაინ მაღაზია ოპტიმიზაცია საიტები საიტის დამზადება საიტის შექმნა საკვანძო სიტყვები სეო ოპტიმიზაცია სოციალური მედია სწრაფი ტრაფიკი ფოტოები ყალბი ლაიქები ციფრული მარკეტინგი ჰოსტინგი

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქმნის ვებ სერვისს თქვენთვის.

ვებსაიტების შექმნა, დამუშავება, SEO ოპტიმიზაცია, ინტერნეტ რეკლამა. დაგვიკავშირდით.

აკაკი ხორავას #3
თბილისი; საქართველო

+995 599 62 03 03
[email protected]
[email protected]

© Samsiani.com
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • LinkedIn
Scroll to top