Google 2022 – მორიგი დიდი განახლება
“Google 2022” დაიწყო! Google Search-მა დაიწყო წლის ძირითადი განახლების მეორე, ძირითადი ფაზა. 2022 წლის სექტემბრის პროცესი მოიცავს საძიებო სისტემის ალგორითმის ძირეულ განახლებას. ის დაიწყო 2022 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 11:25 საათზე და შეიძლება დაჭირდეს დაახლოებით ორი კვირა სანამ სრულად აისახება სისტემაში.
ეს განახლება ერთგვარი გაგრძელებაა იმ დაანონსებული ცვლილებეის რაც Google-მა ცოტა ადრე დაიწყო. ამ სიახლის გარშემო დიდი ეიფორიაა მთელს ინტერნეტ სივრცეში. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ დაზუსტებით არ ვიცით. ასევე არ ვიცით ის თუ რა შედეგებს მოუტანს კონტენტს ეს სიახლეები. რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო და რა ოპერატიულობით.
ზემოთ აღნიშნული ისე არ უნდა აღვიქვათ, თითქოს Google-ში გაურკვეველი რამ დაანონსეს. რათქმაუნდა ეს ასე არ არის. ამის კარგი მაგალითებია თუნდაც წინა განახლებები, რომლებიც ყოველთვის გაუმჯობესკებისკენ იყო მიმართული.
გაურკვევლობას და ვნებათაღელვას იწვევს ის, რომ ჯერ ჩვენ შედეგები არ გვინახავს, რეალური შედეგები. თუ როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები სხვადასხვა ტიპის კონტენტზე, სხვადასხვა ენებსა და ლოკაციებზე. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
Google 2022 – ფაქტები ძირეულ განახლებაზე
აქ ჩამოთვლილია ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ ახლა ვიცით ამ ახალ ცვლილებებზე, ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიულად.
- დასახელება: Google 2022 წლის სექტემბრის ძირეული ალგორითმული განახლება.
- გაშვება: 2022 წლის 12 სექტემბერს დაახლოებით 23:25 საათზე.
- ასახვა: ასახვასდაახლოებით ერთი-ორი კვირა დასჭირდება.
- .მიზნები: კონტენტში ყურადღება მოექცევა ყველა ტიპის შინაარსს.
- შეზღუდვა: ეს არ არის შეზღუდვა, ის ხელს უწყობს გამართულ, მოწესრიგებულ ვებ გვერდებს.
- ლოკაცია: ეს არის გლობალური განახლება, რომელიც გავლენას ახდენს ყველა რეგიონზე, ყველა ენაზე.
- გავლენა: Google-ში არ უთქვამთ თუ რა პროცენტზე მოახდინა ზეგავლენა ამ განახლებამ, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ეს არის ტიპიური ძირითადი განახლება, რომელიც ფართო მასშტაბებს მიაღწევს და გავლენაც მნიშვნელოვანი იქნება.
- რეზულტატი: ერთერთი ძირითადი განახლება იქნება კონტენტის რეზულტატის ჩვენების სტრატეგიაზე. მნიშვნელობა მიენიჭება ისეთ ელემენტებს, რომლებიც აქამდე ნაკლებად პრიორიტეტული იყო (სნიპეტებს და სხვა).
ესეც ოფიციალური ტვიტი ამ მოვლენასთან დაკავშირებით:
იქნება ეს დიდი განახლება?
ჯერჯერობით რთული სათქმელია, დრო გვიჩვენებს. თუმცა, ამ ტიპის განახლებები ყოველთვის შესამჩნევია და SEO სპეციალისტები ხედავენ ფართო ცვლილებებს ამ პროცესების შედეგად.