ხშირად დასმული კითხვები
იხილეთ ხშირად დასმული კითხვები საიტების დამზადებასთან დაკავშირებით და ჩვენი პასუხები მათზე
იხილეთ ხშირად დასმული კითხვები საიტების დამზადებასთან დაკავშირებით და ჩვენი პასუხები მათზე
ვის სჭირდება ვებ საიტი?
ვებ საიტი სჭირდება ყველას, ვისაც სურს თავისი საქმიანობა თუ ბიზნესი გახადოს ცნობადი. დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ინტერნეტში, მიიტანოს ინფორმაცია მის მომხმარებლამდე, აწარმოოს გაყიდვები ონლაინ. გააცნოს მისი სერვისები და მომსახურება ადამიანებს, რომლებიც ეძებენ მათ ინტერნეტში.
რა ღირს ვებ საიტის დამზადება?
საიტის დამზადების ფასი დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკაზე და მოცულობაზე. საბოლოო ფასი გამოითვლება დეველოპერების და დამკვეთის მიერ ერთად შედგენილი ტექნიკური დავალების დამტკიცების შემდგომ. სადაც დეტალურად არის გაწერილი დაზამზადებელი საიტის ტექნიკური თუ ვიზუალური სტრუქტურა.
რა დრო სჭირდება საიტის დამზადებას?
საიტის დამზადების ვადები დამოკიდებულია მის სპეციფიკაზე და განსხვავებულია. დამზადების ვადების გამოთვლა ხდება დევბელოპერების და დამკვეთის მიერ შედგენილი ტექნიკური დავალების მიხედვით. სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა ნაბიჯი, როგორც ტექნიკური ასევე ვიზუალური კუთხით.
რა დამატებითი ხარჯი შეიძლება მქონდეს გარდა საიტის დამზადების საფასურისა?
ყველა ვებსაიტს სჭირდება დასახელება – დომენი. ასევე გამოყოფილი კომპიუტერული რესურსი, მისი ინტერნეტში განთავსებისთვის – ჰოსტინგი
ქართული, ანუ .ge პრეფიქსით დაბოლოებული დომენის ღირებულება არის დაახლოებით 30 ლარი წელიწადში. სხვადასხვა რეგისტრატორებთან შესაძლოა ფასები ოდნავ განსხვავებული იყოს, მათი საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე.
საერთაშორისო დომენის, როგორიცაა .com .net .org და სხვა პრეფიქსები, იწყება 10$-დან წელიწადში. ფასი განსხვავებულია პრეფიქსების მიხედვით. ასევე შეიძლება განსხვავებული ფასი ჰქონდეთ ე.წ “პრემიუმ” ტიპის დომენებს.
ჰოსტინგის ფასები განსხვავებულია და შეიძლება იწყებოდეს 1$-დან თვეში. ან 2-3 ლარიდან თვეში. ჰოსტინგ პაკეტის ფასის ზედა ზღვარი ფაქტობრივად არ არსებობს.
როგორ ვმართო საიტი?
ჩვენს მიერ დამზადებულ ვებსაიტებს გააჩნიათ სამართავი პანელი, რომელიც უზრუნველყოფს საიტის ყველა საწირო ფუნქციონალის მართას მფლობელის, ადმინისტრატორის მიერ.
საიტის დამზადების შემდეგ, ჩვენგან მიიღებთ ტრენინგს და ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ვებგვერდი. ასევე ერთ თვიან უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სამომავლო ტექნიკური მხარდაჭერის ფასიანი სერვისით – რაც გულისხმობს საიტის ჩვენს მიერ მართვაში აღებას.
ვისი საკუთრებაა დამზადებული საიტი?
ვებ საიტი, რომელსაც უკვეთავთ, დამზადების შემდგომ ხდება თქვენი საკუთრება. ფიზიკური ან იურიდიული პირისა. მესაკუთრე პირი განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებისას, მასში მითითებულ “დამკვეთი” სუბიექტის მიხედვით.
საკუთრებაში გადმოგეცემათ ყველა ის მატერიალი და რესურსი, რაც საჭირო და აუცილებელია საიტის სრულყოფილად მუშაობისთვის, იმ მდგომარეობით რომელშიც ის იყო ჩაბარების მომენტში.
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
SEO ოპტიმიზაცია (Search engine optimization) არის კომპლექსური პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს ვებ საიტის პოზიციის დაკავებაზე საძიებო სისტემებში. SEO ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს საიტის შიგთავსის და კონტენტის რეზუტლატის სახით ჩვენებას თემატური ძიებისას.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: