Samsiani.com
  • მთავარი
  • სერვისი
    • საიტების დამზადება
    • SEO ოპტიმიზაცია
  • პორტფოლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კითხვები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • ძიება
  • Menu Menu
ბლოგი - რა არის სეოsamsiani.com

მოკლე მიმოხილვა – რა არის SEO?

ბლოგი

Სარჩევი

  • რა არის SEO ?
  • ერთ დღეს ხალხი დამაკლდა…
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – პროცესი

რა არის SEO ?

საქართველოში მისი სერიოზულად გამოყენება არავის მოსურვებია თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ვარეზ საიტს, რომელთა სამიზნე არა სერიოზული მომხმარებელი, არამედ სკაიპისგან ან “ქაუნთერისგან” გაწამებული ხალხი იყო. სერიოზულ მომხმარებელზე სეო გათვლები არავის გაუკეთებია, პრინციპში სერიოზული მომხმარებელი ჯინეტში არ გვყავს.

იმ დროს მეც ერთი ჩვეულებრივი ვარეზნიკი ვიყავი. გაგებული მქონდა, რომ არსებობდა რაღაც სეო თუ რაღაც მაგდაგვარი, რითაც გუგლიდან მეტ ხალხს გადმოვიყვანდი. 2 – 3 დღიანი ფიქრის შემდეგ ჩემი აზრით საკმაოს სწორი სვლები გავაკეთე. რითაც ჩემი ვარეზ საიტის ფეიჯრანკმა 4-მდე მოიმატა 1-იდან. მაინც რა ვქენი ასეთი?
საიტზე ბევრი რამე გვედო. “შუა ქალაქის” სერიებიდან დაწყებული, “Counter Strike”-ს და “Skype”-ს საინსტალაციოთი დამთავრებული. სათაურები ვითომდა აკადემიურად გვეწერა: “შუა ქალაქში – სერია 1 / სეზონი 1”, “Skype 36.0.3.4 Final” და ასე შემდეგ. ასე ჩემს ჭკუაში დონეს ვწევდი.

ერთ დღეს ხალხი დამაკლდა…

ერთ დღეს, როცა უნიკალურები ძალიან მომაკლდა და Search-იდან მოხვედრილების რიცხვიც არ მომეწონა თავში ჩემი კარგი აზრი მომივიდა. დავფიქრდი: მაინც რამდენი იუზერი ეძებდა შუა ქალაქის სერიებს ამ: (“შუა ქალაქში” ) სიტყვებით? ნუთუ (“Shua qalaqshi”) ამაზე მეტი? ან სკაიპის ქართველი მომხმარებლის 100%-მა იცოდა, რომ სკაიპი ასე იწერება”Skype”? მაშინვე დავიწყე სათაურების დარედაქტირება და ის აკადემიური სახელები სავარაუდო საძებნი სიტყვებით შევცვალე. შედეგი წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა ქართული ფონტი 70% – ს არ ეყენა მითუმეტეს მაშინ. “შუა ქალაქის” მსურველთა 100% იდან 90% მას ინგლისური შრიფტით ეძებდა.
ეს საქართველოს და კერძოდ ჩემი ვარიანტი, რომელმაც მართლა გაამართლა, მაგრამ სკაიპის და შუა ქალაქის მსურველ მომხმარებელს შორს ვერ წაიყვან.

გსურთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადება?

იხილეთ ჩვენი სერვისები

ან დაგვიკავშირდით

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – პროცესი

SEO ანუ Search Engine Optimization (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) არის პროცესი , რომლის მიზანიც არის საძიებო სისტემებისთვის ვებ-გვერდის უკეთესი ხილვადობის შექმნა ნატურალური და არასუფსიდირებული ფორმით. ანუ ვებ გვერდის “დამეგობრება” ისეთ საძიებო სისტემებთან, როგორებიცაა Google Search, Yahoo Search და ასე შემდეგ. SEO შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის ძებნას. ისეთები, როგორებიცაა: სურთების ძებნა, ლოკალური ძებნა (საქართველოში ასეთ Search-ს არ იყენებენ, მაგ: ფიზიკური პირი ცხოვრობს ა.შ.შ-ს რომელიმე პატარა ქალაქში და აინტერესებს, მხოლოდ ამ ქალაქის სიტუაცია, ფასები, ბიზნეს პირობები და ა.შ), ვიდეო ძებნა და ა.შ.

როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია SEO გულისხმობს თუ როგორ მუშაობს საძიებო სისტემები და რას ეძებს ხალხის უმრავლესობა. საიტის ოპტიმიზაციას შეიძლება დაჭირდეს კონტენტის შეცვლა/რედაქტირება თუნდაც HTML-ში ჩარევით, ბარიერების გადალახვა/მოხსნა.

რომლემბმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მთავარ KeyWord-ებს. ანუ მთავარ Keyword-ებზე პრიორიტეტულად საძიებო სისტემამ შეიძლება თქვენთვის ნაკლებად პრიორიტეტული კონტენტი აღიქვას, რაც მხოლოდ იმის ბრალი იქნება, რომ არ გაქვთ ვებ გვერდი სწორად ოპტიმიზირებული. ოპტიმიზციის მაღალი დონის ტაქტიკა უნდა ითვალისწინებდეს ყველაფერს საიტის შიგთავსიდან დაწყებული, მენიუს სწორი განლაგებით დამთავრებული. მხოლოდ მაღალი დონის ტაქტიკები შეიძლება ჩაითვალოს სხვა სფეროდ. უბრალო გათვლები კი ინტერნეტ მარკეტინგის ერთი პატარა ასპექტია.

28 აპრილი, 2018/ავტორი: Samsiani Web
გააზიარე
  • გაზიარება Facebook
  • გაზიარება Twitter
  • Share on WhatsApp
  • გაზიარება Pinterest
  • გაზიარება LinkedIn
  • გაზიარება Tumblr
  • გაზიარება Reddit
  • ელ.ფოსტაზე გაგზავნა

ტეგები

2022 Alt Tag android arttime CMS facebook Google huawei Joomla pixel SEO spaxeX Web Vitals Wordpress ბიზნესი ბლოგი ვებდიზაინი ინტერნეტი ინტერნეტ მაღაზია ინტერნეტ რეკლამა კვლევა კოდირება კომენტარი კონტენტი კოსმოსი ლაიქები მარკეტერი მასკი მცირე ბიზნესი ონლაინ ბიზნესი ონლაინ მაღაზია ოპტიმიზაცია საიტები საიტის დამზადება საიტის შექმნა საკვანძო სიტყვები სეო ოპტიმიზაცია სოციალური მედია სწრაფი ტრაფიკი ფოტოები ყალბი ლაიქები ციფრული მარკეტინგი ჰოსტინგი

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქმნის ვებ სერვისს თქვენთვის.

ვებსაიტების შექმნა, დამუშავება, SEO ოპტიმიზაცია, ინტერნეტ რეკლამა. დაგვიკავშირდით.

აკაკი ხორავას #3
თბილისი; საქართველო

+995 599 62 03 03
[email protected]
[email protected]

© Samsiani.com
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • LinkedIn
Scroll to top