Samsiani.com
  • მთავარი
  • სერვისი
    • საიტების დამზადება
    • SEO ოპტიმიზაცია
  • პორტფოლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კითხვები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • ძიება
  • Menu Menu
ბლოგი - კონტენტის ოპტიმიზაციაsamsiani.com

კონტენტის ოპტიმიზაცია ტრაფიკისთვის ზრდისთვის

ბლოგი

წარმატებული სეო კამპანია და მისი კონტენტის ოპტიმიზაცია იწყება ეფექტური ქივორდების ძებნით. აქედან გამომდინარე, რადმენად კარგად გამოგდის მომგებიანი ქივორდების პოვნა?

ჩავატაროთ პატარა ტესტი:

მაგალითად, გინდა დაწერო სტატია გესთ ბლოგინგზე. ნუ, ”გესთ ბლოგინგს” შეგვიძლია დავუძახოთ ”გესთ პოსტინგი”.

აქედან რომელ ქივორდს აირჩევდი?

შეგიძლია ორი სტატია დაწერო ერთი და იგივე თემაზე, მაგრამ ისინი ფაქტორიბრივად იდენტური იქნება, რაც მომხმარებლისთვის ძალიან ცუდი იქნება.

სხვა რისი გაკეთება შეგიძლია?

ამაზე რას იტყვი:

  • ორივე ქივორდის ძებნა შეამოწმო და საუკეთესო აირჩიო
  • შეამოწმო ორივე ქივორდის კონკურენცია და აირჩიო შედარებით მარტივი საკვანძო სიტყვა

არ აქვს მნიშვნელობა რომელ არჩევანს გააკეთებთ, რადგან ორივე ლოგიკურია. თუმცა, არ არის აუცილებელი ერთ-ერთის არჩევა.

რატომ?

თუ ”გესთ ბლოგინგზე” სტატიას გამოაქვეყნებ, ავტომატურად ”გესთ პოსტინგზეც” დაირანკები.

რეალური მაგალითი თუ როგორ ირანკება ერთ-ერთი საიტი ორივე ქივორდზე, გესთ ბლოგინგსა და გესთ პოსტინგზე.

kontentis optimizacia 1

სტატია პირველ ადგილზე ირანკება იმის მიუხედავად, რომ სათაურში, მეტა ტეგებსა და H1-ში ქივორდი ”გესტ პოსტინგი” საერთოდ არ არის ნახსენები

როგორ არის ეს შესაძლებელი?

Სარჩევი

  • საძიებო სისტემის ალგორითმები შეიცვალა, მარკეტერებიც ადაპტაციას გადიან
  • ქივორდების გამოკვლევის შემდეგ, გადადი გუგლზე.
  • ბოლოსტყვიაობა

საძიებო სისტემის ალგორითმები შეიცვალა, მარკეტერებიც ადაპტაციას გადიან

თავიდან, ერთ დროს გამოცდილი სეოერები გვირჩევდნენ, რომ სტატია მხოლოდ ერთ ქივორდზე დაგვეწერა.

თუმცა, დღეს, საძიებო სისტემის ალგორითმები დაიხვეწა და ბევრად მეტი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლიათ.

აქედან გამომდინარე, ერთი სტატიის ოპტიმიზიაცია რამდენიმე ქივორდზე შეიძლება. მაშინაც კი, თუ ამ პატარ-პატარა ქივორდებს სათაურში, აღწერასა და მსგავს ადგილებში არ ვახსენებთ.

მსგავსი სტრატეგია უკვე ხარისხიანი კონტენტის სიგნალია, რადგან გუგლი ხვდება, რომ თქვენი სტატია დეტალურია და საკითხს საფუძვლიანად განიხილავს.

ჩვენს შემთხვევაში, გუგლმა იცის, რომ ”გესთ ბლოგინგი” და ”გესთ პოსტინგი” ერთი და იგივე საკითხია და ნამდვილად არ არის საჭირო სხვადასხვა რესურსების გამოქვეყნება.

რას ნიშნავს ეს შენთვის?

ქივორდების გამოკვლევის შემდეგ, გადადი გუგლზე.

ის დღეები წარსულს ჩაბარდა, როცა ლონგ თეილ ქივორდზე უკეთებდი სტატიას ოპტიმიზაციას და რამდენიმე დღეში პირველი გვერდის პირველ ადგილზე იჯექი, რადგან მსგავსი ოპტიმიზაცია არავის ქონდა.

პირველი, რაც ქივორდის შემდეგ უნდა ქნა არის ის, რომ გუგლში ჩაწერო და ნახო რომელ ქივორდებზე ირანკება პირველ ადგილზე მყოფი საიტი.

მაგალითი:

მაგალითად, ავიღოთ ქივორდი ”blog promotion”. თვითონ ამ ქივორდს თვეში 210 ძებნა აქვს, ამიტომ ერთი შეხედვდით შეიძლება იმდენად სუსტი ქივორდი ჩანდეს, რომ მასზე მუშაობაც არ გვიღირდეს.

მოდი ქივორდს უფრო ჩავუღრმავდეთ და ვნახოთ მისი სრული პოტენციალი:

kontentis optimizacia 2

უკვე ნათლად ჩანს, რომ  “blog promotion” უბრალოდ ქივორდი არ არის.

ეს დიდი ნიშაა, რომელსაც ტრაფიკის დიდი პოტენციალი აქვს.

გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ქივორდი “blog promotion-ი” კი არა, “how to promote your blog”უნდა იყოს, რადგან მეტი ძებნა აქვს.

რაში დაგეხმარება ეს კვლევა:

  • გუგლს საქმეს გაუადვილებთ, როცა სტატიაში ლონგ თეილ ქივორდებს ახსენებთ
  • იპოვო სტატიის განვითარების საინტერესო გზები

ბოლოსტყვიაობა

რაც უფრო იხვეწება გუგლის ალგორითმი და ბევრად უფრო კარგად ახერხებს კონტენტის გააზრებას, მით უფრო მნიშვნელოვანია კონტენტის ოპტიმიზაცია.  ბოლოსტყვაობის არსი ნათელია:

ნებისმიერი კონტენტი, რომელსაც აქვეყნებ უნდა იყოს მორგებული რამდენიმე ქივორდზე.

თანამედროვე სეო სამყაროში, არ უნდა დასვა ისეთი კითხვა, როგორიც ”როგორ დავრანკო ჩემი სტატია პირველ ადგილზე?-ა”.

თქვენ უნდა დასვათ ასეთი კითხვა:

იმსახურებს თუ არა ჩემი სტატია პირველ ადგილზე დარანკვას?

სტატიების გამოკვლევა, ქივორდების ამოცნობა და მიღებულ შედეგებზე ჩვენი სტატიის ოპტიმიზაცია, საუკეთესო ვარიანტია უმნიშვნელოვანესი დარანკვის ფაქტორის სწორი ოპტიმიზაციისთვის.

წყარო: smartseo.ge

22 მაისი, 2018/ავტორი: Samsiani Web
ტეგები: კონტენტი, ოპტიმიზაცია, ტრაფიკი
გააზიარე
  • გაზიარება Facebook
  • გაზიარება Twitter
  • Share on WhatsApp
  • გაზიარება Pinterest
  • გაზიარება LinkedIn
  • გაზიარება Tumblr
  • გაზიარება Reddit
  • ელ.ფოსტაზე გაგზავნა
შესაძლოა გაინტერესებდეთ
ციფრული_მარკეტინგი 5 გზა ციფრული მარკეტინგი – მიმზიდველი კონტენტის გზები
fb_business 7 რჩევა FACEBOOK-ზე ბიზნესის განვითარებისთვის (განახლებული)
საკვანძო-სიტყვების-კვლევა საკვანძო სიტყვები – კვლევა SEO- სთვის
ბლოგი - საიტის დამზადებაsamsiani.com საიტის შექმნა, ოპტიმიზაცია – რას გთავაზობთ ჩვენ?
kontentis-optimizacia-gamoqveynebamdesamsiani.com კონტენტის ოპტიმიზაცია მის გამოქვეყნებამდე
ნელი_საიტები ნელი საიტები მოინიშნება Chrome ბრაუზერის მიერ

ტეგები

2022 Alt Tag android arttime CMS facebook Google huawei Joomla pixel SEO spaxeX Web Vitals Wordpress ბიზნესი ბლოგი ვებდიზაინი ინტერნეტი ინტერნეტ მაღაზია ინტერნეტ რეკლამა კვლევა კოდირება კომენტარი კონტენტი კოსმოსი ლაიქები მარკეტერი მასკი მცირე ბიზნესი ონლაინ ბიზნესი ონლაინ მაღაზია ოპტიმიზაცია საიტები საიტის დამზადება საიტის შექმნა საკვანძო სიტყვები სეო ოპტიმიზაცია სოციალური მედია სწრაფი ტრაფიკი ფოტოები ყალბი ლაიქები ციფრული მარკეტინგი ჰოსტინგი

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქმნის ვებ სერვისს თქვენთვის.

ვებსაიტების შექმნა, დამუშავება, SEO ოპტიმიზაცია, ინტერნეტ რეკლამა. დაგვიკავშირდით.

აკაკი ხორავას #3
თბილისი; საქართველო

+995 599 62 03 03
[email protected]
[email protected]

© Samsiani.com
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • LinkedIn
Scroll to top