მთავარ შინაარსზე გადასვლა

ტექნოლოგია1 წთ საკითხავი

ილონ მასკმა Starlink-ის სატელიტის ინტერნეტი დასაპოსტად გამოიყენა

რამდენიმე საათის წინ, ილონ მასკმა Starlink-ის ინტერნეტი Twitter-ზე დასატვიტად გამოიყენა. Starlink არის პროექტი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა. ამ მიზნის მისაღწევად ილონ მასკის კომპანიამ დაგეგმილი 30 000-დან კოსმოსში ჯერ მხოლოდ 60 თანამგზავრი გაუშვა. როგორც კომპანიის დამფუძნებლის ტვიტიდან ჩანს, ტექნოლოგია მუშაობს.

რაც შეეხება Starlink-ის ინტერნეტს, მისი გამოყენება თავდაპირველად, სავარაუდოდ, აშშ-ში იქნება შესაძლებელი, მომდევნო წლიდან კი — კანადაშიც.

Sending this tweet through space via Starlink satellite 🛰

— Elon Musk (@elonmusk) October 22, 2019
ილონ მასკის პოსტი Twitter-ზე

Starlink-ის პროექტი ბევრ ადამიანში იწვევდა სკეპტიციზმს. მით უმეტეს არ ემხრობიან მას ასტრონომები, რომლებიც, პროექტის შედეგად, ღამის ცის ხილვადობის გაუარესებაზე საუბრობენ.

თანამგზავრების განლაგება ჩრდილოეთ ამერიკის რუკის თავზე
თანამგზავრული ინტერნეტის თავდაპირველი დაფარვის ზონა

წყარო: marketer.ge

ასევე იხილეთ:

რჩევები Facebook-ზე ბიზნესის განვითარებისთვის

სხვა სტატიები