SEO ოპტიმიზაცია – როგორ გავხდეთ #1
დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ აღმოჩნდით თქვენ აქ. როგორც ჩანს გაინტერესებთ რა არის SEO ოპტიმიზაცია (SEO optimization), როგორ მუშაობს ის და რა სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენი საქმიანობისთვის.
რა არის SEO ოპტიმიზაცია და როგორ მუშაობს ის
შემთხვევითობა არ არის რომ თქვენ სწორედ ჩვენს გვერდზე მოხვდით სეო ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ძიებებით. მეტიც, ეს ყველაფერი სწორი სეო ოპტიმიზაციის დამსახურებაა და თქვენ აქ ამ პროცესის გამო ხართ.
SEO ოპტიმიზაცია იგივე Search Engine Optimization გულისხმობს თქვენი რესურსების სწორად განთავსებას ინტერნეტში. ესენი შეიძლება იყოს საიტები, აპლიკაციები ან ნებისმიერი მასალა რომელსაც ინტერნეტში საჯაროდ განათავსებთ. სწორი სეო ოპტიმიზაცია ხელს უწყობს ამ რესურსების პოტენციურ მომხმარებლამდე სწორად მიტანას.
SEO ოპტიმიზაციის ფარგლებში გთავაზობთ:
- საიტის კონტენტის ანალიზი და დამუშავება
- თემატური საკვანძო სიტყვების (keywords) მოძიება, ანალიზი და ინტეგრაცია
- სწორი ფორმატის (SEO Friendly) ლინკების შექმნა
- Meta ტეგების ოპტიმიზაცია და ინტეგრაცია
- საიტის შიდა ლინკების სტრუქტურის გამართვა
- ფოტო/ვიდეო და სხვა მედია მასალის დამუშავება, ოპტიმიზაცია
- საიტის სისწრაფეზე ოპტიმიზაცია Google Core Web Vitals სტანდარტებით
- ანალიტიკური ხელსაწყოების ინტეგრაცია
- Sitemap შექმნა, მორგება და ინტეგრაცია საძიებო სისტემებში
- რანჟირებისთვის საჭირო კონტენტის შექმნის სტრატეგიის შემუშავება
- რეპორტინგი
- მონიტორინგი