ციფრული მარკეტინგი – მიმზიდველი კონტენტის გზები
Სარჩევი
ციფრული მარკეტინგი – რასთან გვაქვს საქმე?
ციფრული მარკეტინგი – ეს არის გაცხარებული შეჯიბრი აუდიტორიის ყურადღებისთვისა და მეხსიერებისთვის. თუ გინდათ გაწიოთ კონკურენცია ციფრულ ბაზარზე და დაიმსახუროთ აუდიტორიის ლოიალობა, უნდა იპოვნოთ გზა – გახადოთ კონტენტი თქვენი აუდიტორიის თითოეული წევრისთვის მიმზიდველი და საინტერესო.
დღეისათვის, თქვენი კონტენტ მარკეტინგისთვის ახალი ხერხების მოსინჯვა არის მარტივი. არსებობს ბევრი პატარა მეთოდი, რომლებიც შეგიძლიათ დღესვე სცადოთ თქვენი კონტენტის ხარისხისა და შესაბამისად, აუდიტორიამდე წვდომის გასაუმჯობესებლად.
გთავაზობთ მარკეტერის მიერ მომზადებულ სტატიას
გააზიარეთ თქვენი ადამიანური გამოცდილება
ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ფაქტები ბევრი წყაროსგან, თუმცა, თქვენი ადამიანური გამოცდილების მიღება მხოლოდ თქვენგანაა შესაძლებელი. შექმენით კავშირი თქვენს აუდიტორიასთან, თქვენი უნიკალური გამოცდილების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენი აუდიტორიის წევრებმა მიიღონ ინფორმაცია, რომელშიც გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებასა და წარმოადგენინებთ კომპანიის შიდა სიტუაციას, ისეთი სიმძაფრით, როგორითაც ვერ შეძლებდით მხოლოდ მშრალი ფაქტებით, ემოციური კავშირის გარეშე.
განავითარეთ პუბლიკაციის პარამეტრები
იმისათვის, რომ მიიზიდოთ მკითხველი თქვენი კონტენტით, უნდა შეარჩიოთ შესაბამისი დრო მის გამოსაქვეყნებლად, ანუ ისეთი დრო, როცა მათი უმეტესობა ონლაინაა. რადგან ეს არის მათი Facebook სიახლეების ზოლი, რომელსაც შესაძლოა, ეცნობიან სამსახურში, მათი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ განსხვავებულად ესაუბროთ მათ.
შექმენით იმ პუბლიკაციების სია, რომელსაც თქვენი აუდიტორია ეცნობა, იმისათვის, რომ გაიგოთ ყველაფერი მათ შესახებ. სიტყვების რა რაოდენობის წაკითხვას ანიჭებენ უპირატესობას? რომელი მასალა იღებს ყველაზე მეტ გამოხმაურებას? რა ტიპის კონტენტს აზიარებენ ისინი საკუთარ ქრონიკაზე?
მიანიშნეთ, რომ „გაგრძელება იქნება“, შექმენით უწყვეტობის, სტაბილურობის და თანმიმდევრულობის განცდა
რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ მოაქციოთ თემასთან დაკავშირებული ყველა დეტალი ერთ პუბლიკაციაში და ეს არც უნდა გინდოდეთ. მნიშვნელოვანია გააცნოთ თქვენს აუდიტორიას საჭირო და აზრიანი ინფორმაცია, რომელიც თქვენგან, თქვენი გამოცდილებიდან მოდის. მოჰყევით თქვენ შესახებ ის, რაც სხვადასხვა რამეზე დააფიქრებს მათ და შემდეგ, დატოვეთ ისინი, თუნდაც, შუა საუბარში, იმისათვის, რომ ელოდონ გაგრძელებას, ელოდონ მეტს თქვენი ბრენდისგან.
რა თქმა უნდა, არ უნდა დატოვოთ ისინი უყურადღებოდ და დაპირებული გაგრძელების გარეშე. მიეცით თქვენს მკითხველებს შანსი, რომ გააგრძელონ სწავლა რელევანტური, მაღალი ღირებულების კონტენტით, რომელიც აწვდის მათ დამატებით, გამოსადეგ ინფორმაციას. თუმცა, იყავით ფრთხილი ბმულების შერჩევისას.
აუდიტორიას უნდა კონტენტი, რომელიც შეფუთულია ორიგინალური, ექსპერტის დონის ინსაიტებით, თუმცა, ისინი დიდად ფრთხილობენ სარეკლამო შინაარსის მიმართ, ასე რომ, დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ბმა და ტექსტში ჩასმული სხვა კონტენტის ბმული, არ დააფრთხობს თქვენს აუდიტორიას.
მულტიმედია ექსპერიმენტი
აუდიტორიას უყვარს ვიდეოები. ეს არის დრო, როცა უნდა შევწყვიტოთ მულტიმედია კონტენტის იგნორირება და დავიწყოთ იმის სწავლა, თუ როგორ ჩავრთოთ და გამოვიყენოთ იგი ჩვენს სტრატეგიაში. არ გჭირდებათ, გახდეთ სკორსეზე, იმისათვის, რომ შექმნათ ვიდეო კონტენტი. არსებობს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ამაში.
გარდა ამისა, აუდიტორია არ ეძებს ან ელის თქვენგან სუპერ მაღალი ხარისხის ვიდეოს, ყოველ ჯერზე. იმდენად, რამდენადაც თქვენი ვიდეო ჰყვება ავთენტურ ისტორიას, ხიბლავს მნახველებს, არ შეგეშინდეთ გაიხედოთ სტანდარტული ვიდეოს გაგების მიღმა. რის მოხერხებას შეძლებდით აუდიო ეფექტისთვის, რომ მიწვდეთ აუდიტორიას?
შეგიძლიათ შექმნათ ინფოგრაფიკა, რომ გააზიაროთ თქვენი გამოცდილება? ყველა აუდიტორია განსხვავებულია და სხვადასხვა ბრენდისგან, განსხვავებული მოლოდინი აქვს. გამოცადეთ სხვადასხვა ფორმატი, რომ განსაზღვროთ თქვენი აუდიტორიის სპეციფიკური პრეფერენციები.
არ დაგავიწყდეთ კონტენტის განაწილება
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაგარია თქვენი კონტენტი, თუ არავინ ხედავს მას და ამასთან, თქვენი კონტენტის ნახვადობა აუცილებლად როდი გულისხმობს თქვენი მიზნის მიღწევას. ეს არის პირველი ნაბიჯი და თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, იმისათვის, რომ მიაწოდოთ საჭირო მესიჯები თქვენთვის სასურველ აუდიტორიას.
კონტენტის შემუშავებისას, განიხილეთ თქვენი დისტრიბუციის გეგმა. გამოიყენეთ პუბლიკაციის განრიგი ან კალენდარი, ამით თანმიმდევრულობას შესძენთ თქვენს სტრატეგიას და შეინარჩუნებთ აუდიტორიას, რადგან მათ არ მოუწევთ ბევრი ლოდინი, თქვენთან დასაკავშირებელი შანსებისთვის.
იხილეთ ჩვენი სხვა ბლოგ-პოსტებიც კონტენტის შექმნასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.