საიტის დამზადება  – რას მოიცავს ეს მომსახურება?

თქვენი იდეის შესწავლის შემდეგ, მის გარშემო იქმნება ვებსაიტის კონცეპტი. ეს მოიცავს როგორც ვიზუალურ ასევე ტექნიკურ და სტრუქტურულ ნაწილს. საიტის დამზადება კომპლექსური პროცედურაა და შედგება შემდეგი ძირითადი ნაბიჯებისგან:

  • დასამზადებელი ვებსაიტის შინაარსის შესწავლა
  • ვიზუალური და ტექნიკური გეგმის შემუშავება
  • საიტის სტრუქტურული არქიტექტურის შემუშავება
  • დამუშავებული კომპონენტების დამკვეთისთვის გაცნობა და რედაქტირება (საჭიროებისამებრ)
  • დეველოპმენტის სტარტი
  • ვებსაიტის პერიოდული პრეზენტაცია დამზადების პროცესში – რათა დავრწმუნდეთ რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის
  • საიტის კონტენტით შევსება
  • ვებსაიტის ბეტა ვერსიის სტარტი
  • ბეტა ვერსიის ტესტირება – ხარვეზების გასწორება და სხვადასხვა გეგმიური კორექტირებები
  • საიტის სტარტი

საიტის დამზადება

საიტის დამზადებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ძირითადი გარემოება და ფაქტორები. პირველ რიგში ვებგვერდი უნდა პასუხობდეს არსებულ სტანდარტებს და გამოწვევებს. როგორც ვიზუალური ასევე ტექნიკური კუთხით.

ინტერნეტ სივრცე მუდმივი განახლებების სამყაროა, ამიტომ ვებსაიტები, როგორც მისი ერთერთი დიდი ნაწილიც მუდმივად მოითხოვს განახლებას, მოდიფიკაციას, ტექნოლოგიურ ცვლილებებს.

კარგი ვებ დეველოპმენტი გულისხმობს ამ ცვლილებების ასახვას დამზადებულ პროექტებში. ჩვენ გთავაზობს საიტების დამზადებას ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით, Google Web Vital რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ეს გულისხმობს ვებგვერდების სტრუქტურულ გამართულობას, ვიზუალური კონცეფტის სწორად შექმნას, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მარტივად მიწოდებას.

საბოლოო ჯამში სწორად გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ხარისხიანი საიტის დამზადებას, რაცი თავის მხრივ აისახება მის წარმატებაზე. ხარისხიანი ვებგვერდები მარტივად ახდენენ ინდექსაციას საძიებო სისტემაში, მოწინავე ადგილებზე. ასევე ის მარტივი მოსახმარია იუზერისთვის რაც ზრდის მომხმარებლის ლოიალურობას.

ასევე იხილეთ: