Samsiani.com
  • მთავარი
  • სერვისი
    • საიტების დამზადება
    • SEO ოპტიმიზაცია
  • პორტფოლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კითხვები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • ძიება
  • Menu Menu
veb-dizainis-trendebi-2021

ვებ დიზაინი – ტენდენციები 2021 წლისთვის

ბლოგი

ყოველ წელს ჩვენ ველით რომ ვებ დიზაინი ახალ სტილის შეიძენს და იქნება რაღაც არაამქვეყნიური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და მოგვცემს ისეთი საიტების დამზადების საშუალებას როგორიც აქამდე არ ყოფილა. თუმცა უკვე 2021 წელია და პროგნოზები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ.

როგორც ჩანს 2021 წლის ვებ დიზაინი და მისი ტენდენციები ძირითადად მაინც გათვლილია მომხმარებლისთვის საქმის გამარტივებაზე. იმაზე რომ მათ მარტივად მოახერხონ ინფორმაციის მიღება და დამუშავება საიტიდან. რაც პრინციპში სწორი და გამართლებული მიდგომაა.

თუმცა წელს მაინც იკვეთეთება რამდენიმე ტენდენცია, რომელიც უფრო მეტად არის წინ წამოწეული საიტების დამზადებისას, ვიდრე ოდესმე.

Სარჩევი

  • ვებ დიზაინის 5 ტენდენცია, რომლებიც გამოიკვეთა 2021 წელს
  • 1.Parallax ანიმაცია
  • 2.ნეიომორფიზმი
  • 3.აბსტრაქტული კომპოზიციები
  • 4.კომფორტული ფერები
  • 5. ტრანსფორმაცია სქროლის დროს
  • მზად ხართ 2021 წლის ვებდიზაინის ტენდენციებისთვის?
  • ასევე იხილეთ:

ვებ დიზაინის 5 ტენდენცია, რომლებიც გამოიკვეთა 2021 წელს

  1. Parallax ანიმაცია
  2. ნეიომორფიზმი
  3. აბსტრაქტული კომპოზიციები
  4. კომფორტული ფერები
  5. ტრანსფორმაცია სქროლის დროს

1.Parallax ანიმაცია

203fb22e 5dd1 44e0 87bf 2d6438997c20

ფოტო: Pinch Studio

წლიდან წლამდე საიტებზე ჩვენ ვხედავდით ობიექტების ანიმაციას. დროთა განმავლობაში მათი სტრუქტურა იცვლებოდა და იწვეწებოდა. 2021 წელს ობიექტების ანიმაცია, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და საერთო სურათს ქმნის სწორედ ერთერთი პირველი ტრენდია.

პარალაქსი ეს არის ერთგვარი ოპტიკური ილუზია. მასიური ფონის გამოყენებით, ობიექტებზე სიღრმეების დამატებით და მათი მოძრაობაში სწორად მოყვანით,  ეკრანი გარდაიქმნება ერთგვარ სცენად. შედეგად ჩვენ ვიღებთ უფრო სახალისო ვიზუალს ვიდრე უბრალოდ სტატიკური ფოტოები და ბანერებია.

2.ნეიომორფიზმი

ამ ტენდენციამ უდიდესი ზრდა განიცადა წინა წლებში და 2021 შიც მოსალოდნელია მისი კიდევ უფრო მეტი პოპულარობა. ეს არის სკეომოფიზმის სტილის მემკვიდრე, დიზაინერული მიდგომა, რომელიც აერთიანებს ძველი, ნაცნობი მატერიალების რენდერებს ამჟამინდელ ვიზუალურ სტილში.

ამ სტილს “აყვავების” პერიოდი ჰქონდა 2010 წლიდან. თითქმის ყველა აპლიკაცია ამ სტილით იხატებოდა. ეს ტენდენცია მეტწილად შეიცვალა ბრტყელი დიზაინით. რამაც მოგვცა უფრო მარტივი ვიზუალები. ფერები შეიძლება ნაკლებად რეალისტურია. თუმცა საბოლოო ჯამში ობიექტი უფრო ერთგვაროვანი და მარტივად ამოსაცნობია.

ნეიომორფიზმი წარმოადგენს ორივე ტენდენციის შერწყმას სადაც ბრტელი დიზაინის ტენდენციებიდან გამოყენებულია ჩრდილების ნაწილი (უმეტეს შემთხვევაში) ხოლო გაფერადება ხდება შედარებით მომრგვალებული ან ნახევრად ბრტყელი სტილით.

ღილაკებზე, ყუთების ფორმებზე და სხვა გეომეტრიულ ფიგურებზე, მარტივად შეგიძლიათ ამოიცნოთ ეს სტილი.

ვებ დიზაინი

ფოტო:By ODarka

3.აბსტრაქტული კომპოზიციები

აბსტრაქტული ფორმები, განსაკუთრებით კი მარტივი გეომეტრიული ფიგურები, როგორებიცაა წრე, ოთხკუთხედი, წრფე და ასე შემდეგ. 2021 წელს დიზაინერები ამ მარტივი ფორმების გაერთიანებით იღებენ რთულ, კომპლექსურ კომპოზიციებს.

ამ ტენდენციაში შეზღუდვები თითქმის არ არის. დიზაინერს შეუზლია გამოხატოს აბსოლუტური თავისუფლება და მიენდოს საკუთარ გემოვნებას.

miles agency web design e1605886479113

ფოტო: andrei2709

უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტიპის აბსტრაქტული ფიგურებით ფორმდება ყველაზე თვალსაცინო ადგილები საიტზე. იქნება ეს სლაიდერი, დიდი რეზოლუციის ფოტოები თუ ვრცელი თავისუფალი არეალი.

გემოვნებით შერჩეული აბსტრაქციები დამატებით სიცოცხლეს და ხალისს სძენს ვებსაიტს. მომხმარებელს კი ეუფლება გრძნობა, თითქოს კონტენტი მისთვის უკვე ნაცნობია, მიუხედავად იმისა რომ, შეიძლება ის პირველად სტუმრობდეს ვებგვერდს.

indicius

ფოტო: indicius.com

4.კომფორტული ფერები

დღევანდელობიდან გამომდინარე, როცა ცხოვრების სტილი უფრო დდა უფრო ციფრული ხდება, ადამიანების უმეტესობა დიდ დროს ატარებს მონიტორთან. ამის გამო ხშირია თვალების დაძაბვა და მისგან გამოწვეული სტრესი. სწორედ ამიტომ კომფორტული ფერები ერთერთი მთავარი ტენდენცია და გამოწვევაა თუ როგორი უნდა იყოს 2021 წლის ვებ დიზაინი.

დიზაინერები ორიენტირებულები არიან შექმნან ისეთი ფერთა გამა, რომელიც ერთის მხრივ ვიზუალურად იქნება შთამბეჭდავი, ხოლო მეორეს მხრივ ნაკლებად მოახდენს უარყოფით ზეგავლენას მომხმარებელზე.

attachment 114957839 e1605724737580

ფოტო: Creative_David

5. ტრანსფორმაცია სქროლის დროს

2021 წელს მომხმარებელს რომელიც სქროლავს საიტს, შეგვიძლია შევთავაზოთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ გვერდზე ნავიგაცია.  გვერდის ტრანსფორმაცია – სწორედ ამას გულისხმობს ვებ დიზაინის ერთერთი ტენდენცია.

საიტზე შემოსულ სტუმარს შეგვიძლია დავახვედროთ ფიზიკური მოქმედებები და ვიზუალური ეფექტები, რომლებსაც ისინი რეალურ ცხოვრებაში ასრულებენ ან ხედავენ.

მაგალითად: თითის დაჭერა მაუსზე იწვევს რომელიმე ობიექტის ან ეკრანის ნაწილის რეაგირებას, კონტენტის იცვლის ფორმას არასტანდარტული სახით, რაც ვიზუალურ გავლენას ახდენს მომხარებელზე.

ინტერაქცია არის მონაწილეობის ფორმა და როდესაც მომხარებელი მონაწილეობს მოვლენებში, რაც ხდება საიტზე, ჩართულობა და დაინტერესება უფრო იზრდება.

croissantbaguette

ფოტო: By Hiroshy

ვიდეო: Vilius Vaicius 

სქროლის დროს ტრანსფორმაცია მომხარებლის ინტერაქციის ერთერთი დახვეწილი ფორმაა. 2021 წელს ვებდიზაინერები ამ ფორმით ქმნიან ერთგვარ უკუკავშირს. ეს შეიძლება მოიცავდეს ფერების გამის ცვლილებას, ობიექტების კომპლექსურ ანიმაციას. საერთო ჯამში დრო ეთმობა იმას რომ თითოეულ მოქმედებას ახდლდეს საინტერესო ახალი ვიზუალი, ახალი გვერდი.

მზად ხართ 2021 წლის ვებდიზაინის ტენდენციებისთვის?

და ბოლოს, 2021 წლის ვებდიზაინის ტენდენციები სულაც არ არის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სცენარი. პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში გვხვდება. კარგ ვებდიზაინერს უბრალოდ დახვეწილად და მარტივად მოაქვს ჩვენამდე. იმისათვის რომ ვებსაიტზე ყოფნის თუ მუშაობის პერიოდი მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო იყოს მომხმარებლისთვის.

ასევე იხილეთ:

  • ვებგვერდის ხარისხი – ახალი SEO ფაქტორი GOOGLE-ში

  • საიტის დამზადება, ოპტიმიზაცია – რას გთავაზობთ ჩვენ?

  • საკვანძო სიტყვების კვლევა SEO- სთვის

15 მარტი, 2021/ავტორი: Samsiani Web
ტეგები: ვებდიზაინი, საიტის დამზადება
გააზიარე
  • გაზიარება Facebook
  • გაზიარება Twitter
  • Share on WhatsApp
  • გაზიარება Pinterest
  • გაზიარება LinkedIn
  • გაზიარება Tumblr
  • გაზიარება Reddit
  • ელ.ფოსტაზე გაგზავნა
შესაძლოა გაინტერესებდეთ
ბლოგი - საიტის დამზადებაsamsiani.com საიტის შექმნა, ოპტიმიზაცია – რას გთავაზობთ ჩვენ?
ონლაინ მაღაზია ონლაინ მაღაზია – შექმნა, მართვა და სარგებელი
google core web vitals დიდი განახლება გუგლისგან – Core Web Vital 2021
Wordpress_Vs_Joomla WordPress VS Joomla – რომელია უკეთესი და რატომ
10 ტენდენცია 2022 ვებ დიზაინის ტენდენციები, რომელსაც უნდა ველოდოთ 2022 წელს
ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

ტეგები

2022 Alt Tag android arttime CMS facebook Google huawei Joomla pixel SEO spaxeX Web Vitals Wordpress ბიზნესი ბლოგი ვებდიზაინი ინტერნეტი ინტერნეტ მაღაზია ინტერნეტ რეკლამა კვლევა კოდირება კომენტარი კონტენტი კოსმოსი ლაიქები მარკეტერი მასკი მცირე ბიზნესი ონლაინ ბიზნესი ონლაინ მაღაზია ოპტიმიზაცია საიტები საიტის დამზადება საიტის შექმნა საკვანძო სიტყვები სეო ოპტიმიზაცია სოციალური მედია სწრაფი ტრაფიკი ფოტოები ყალბი ლაიქები ციფრული მარკეტინგი ჰოსტინგი

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქმნის ვებ სერვისს თქვენთვის.

ვებსაიტების შექმნა, დამუშავება, SEO ოპტიმიზაცია, ინტერნეტ რეკლამა. დაგვიკავშირდით.

აკაკი ხორავას #3
თბილისი; საქართველო

+995 599 62 03 03
[email protected]
[email protected]

© Samsiani.com
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • LinkedIn
Scroll to top